ხოაკინ კორტესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხოაკინ კორტესი
მშობლიური სახელი ხოაკინ პედრახა რეიესი
დაბადების სახელი ესპ. Joaquín Pedraja Reyes
დაბადების თარიღი 22 თებერვალი, 1969 (1969-02-22) (55 წლის)
კორდოვა, ანდალუსია, ესპანეთი
მოქალაქეობა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ეთნიკურად ბოშა
საქმიანობა ფლამენკოს მოცეკვავე, ქორეოგრაფი და მსახიობი
აქტიური 1995 - დღემდე
სიმაღლე 1, 84 მ.
რელიგია კათოლიკე
მეუღლე(ები) მონიკა მორენო
საიტი ოფიციალური ვებ-გვერდი

ხოაკინ კორტესი (ესპ. Joaquín Cortés, დაბადების სახელი ხოაკინ პედრახა რეიესი, ესპ. Joaquín Pedraja Reyes; ს. 22 თებერვალი, 1969, კორდოვა, ანდალუსია, ესპანეთი) — ფლამენკოს მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მსახიობი[1]. 2006 წლიდან — ბოშების ელჩია ევროკავშირში[2][3]. ასევე ცნობილია, როგორც ბოშების აღმნიშვნელი სიტყვა Gypsy-ის აკრძალვის მოწინააღმდეგე და ტერმინის იმიჯის გაუმჯობესების ინიციატივით გამოდის. ესპანეთის ბოშური ფონდის დამფუძნებელია.

ხოაკინ კორტესი, არტისტი ბოშების, რეიესების დინასტიის წარმომადგენელია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხოაკინ კორტესი, ქალაქ კორდოვაში (ესპანეთი), ბოშების ოჯახში დაიბადა. მამამისი — ჩრდილოაფრიკული ბოშა-კალე წარმოშობისაა, რომლებიც ესპანელ ბოშებს შორის იწოდებიან როგორც მავრები.

ხოაკინის ბიძა (დედის მხრიდან), კრისტობალ რეიესი, ბაილაორი (ფლამენკოს მოცეკვავე) იყო. ხოაკინმა 12 წლის ასაკში ბიძის გავლენით ცეკვის სწავლა დაიწყო[4]. ამ პერიოდში დედამისმა მადრიდში მუშაობა დაიწყო და 1981 წელს რეიესები საცოვრებლად დედაქალაქში გადავიდნენ[2][3].

15 წლის ხოაკინი ესპანეთის ეროვნული ბალეტის დასში (ესპ. Ballet Nacional de España) მიიღეს; 18 წლისა სოლისტი გახდა და მსოფლიოს მრავალ ქალაქში გამართულ დასის კონცერტებში ამ ამპლუაში გამოდიოდა[1]. მოგვიანებით, 1988 წელს ეროვნული ბალეტის დასი დატოვა, კორტესი ისეთ ცეკვის ოსტატებთან მუშაობდა, როგორიცაა მაია პლისეცკაია, პეტერ შმალფუსი და სილვი გილემი[5].

1992 წელს, კორტესმა საკუთარი კომპანია „ხოაკინ კორტესის ფლამენკოს ბალეტი“ (ესპ. Joaquín Cortés Ballet Flamenco) შექმნა. იმავე წელს მან დადგა შოუ Cibayí, რომლითაც კომპანია გამოდიოდა საფრანგეთში, იაპონიაში, იტალიაში, ვენესუელასა და აშშ-ში. 1995 წელს, კორტესმა დადგა მეორე შოუ  — Pasión Gitana („ბოშური ვნება“); ამავე წელს, მისი კინოდებიუტი შედგა, მონაწილეობა მიიღო ფილმში „ჩემი საიდუმლოს ყვავილი“ (რეჟისორი პედრო ალმოდოვარი)[1][5].

1999 წელს, იუნესკომ ხოაკინ კორტესს „იუნესკოს მსახიობი მშვიდობის სახელის“ საპატიო წოდება მიანიჭა[6].

2000 წელს, კორტესმა ორგანიზება გაუწია კამპანიას „Stop Antigypsyism“ („სტოპ ანტიბოშიზმი!“), 2006 წლის ბოლოს, ევროპის პარლამენტის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ისტორიაში ის ბოშების მეორე ელჩი გახდა [2][3]. ამ წოდებით, ხოაკინ კორტესმა ევროპარლამენტში ევროკავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები, დაახლოებით 9 მილიონი ბოშას წარმომადგენელია[7].

2018 წლის 20 ოქტომბერს, ხოაკინ კორტესსა და ესპანელ მოდელ მონიკა მორენოს შეეძინათ ვაჟი რომეო[8].

ხოაკინ კორტესის შოუების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხოაკინ კორტესი რიგი საცეკვაო შოუების დამდგმელია (ფრჩხილებში მოცემულია პრემიერის თარიღი):

  • Cibayí (1992)
  • Pasión Gitana / Gipsy Passion (1995)
  • Soul (1999)
  • Live (2001)
  • Amor y Odio (2004)
  • Mi Soledad (2005)
  • Calé (2009)
  • Gitano (2014)

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასევე იხილეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Miguel Ángel Díaz González. Joaquín Cortés. Biography. IMDb. ციტირების თარიღი: 2015-12-26.
  2. 2.0 2.1 2.2 Joaquín Cortés. ციტირების თარიღი: 2015-12-26.
  3. 3.0 3.1 3.2 Keeley, Graham. Flamenco dancer is appointed Roma's ambassador to the EU. // Zpravodajský server Romea.cz (2007-02-09). ციტირების თარიღი: 2015-12-26.
  4. Patterson, Christina. Joaquin Cortés: «Dancing is my wife, my woman». The Independent (2009-01-30). ციტირების თარიღი: 2015-12-26.
  5. 5.0 5.1 Joaquín Cortés. Biografía. Sitio web oficial de Joaquín Cortés. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-05. ციტირების თარიღი: 2015-12-26.
  6. Key Facts and Figures on Spain. UNESCO. ციტირების თარიღი: 2015-12-26.
  7. Танцор фламенко интегрирует цыган в Европу. Lenta.ru (2007-02-09). ციტირების თარიღი: 2015-12-26.
  8. Por Diezminutos.es. (2018-10-22) Joaquín Cortés habla por primera vez de su hijo Romeo. Diez Minutos. ციტირების თარიღი: 2020-04-13.