მაია პლისეცკაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მაია პლისეცკაია
Maya Plisetskaya 2011.png
დაბ. თარიღი 20 ნოემბერი, 1925
მოსკოვი, საბჭოთა კავშირი
გარდ. თარიღი 2 მაისი, 2015 (89 წლის)
მიუნხენი, გერმანია
გარდ. მიზეზი გულის შეტევა
ეროვნება რუსეთის დროშა რუსი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკდროშა: რუსეთი რუსეთი;
დროშა: გერმანია გერმანია;
ლიტვის დროშა ლიტვა;
დროშა: ესპანეთი ესპანეთი;
საქმიანობა ბალერინა, ქორეოგრაფი, ბალეტმეისტერი, მსახიობი
მეუღლე(ები) როდიონ შედრინი
(1958 - 2015)

მაია პლისეცკაია (რუს. Ма́йя Миха́йловна Плисе́цкая; დ. 20 ნოემბერი, 1925, მოსკოვი, სსრკ — გ. 2 მაისი, 2015, მიუნხენი, გერმანია) — საბჭოთა და რუსული ბალეტის მოცეკვავე, ქორეოგრაფი, ბალეტმეისტერი, მსახიობი და მესერ-პლისეცკის თეატრალური დინასტიის წარმომადგენელი; აღიარებულია XX საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ბალერინად[1]. იგი საბჭოთა პერიოდში მოღვაწეობდა სხვა ცნობილ რუს ბალერინასთან, გალინა ულანოვასთან ერთად და ამ უკანსკნელის სცენიდან წასვლის შემდეგ მოიპოვა დიდი თეატრის პრიმა-ბალერინას ტიტული.

პლისეცკაია ბალეტის ხელოვნების შესწავლას ცხრა წლის ასაკიდან შეუდგა, ხოლო მისი პირველი წარმოდეგნა შედგა დიდ თეატრში თერთმეტი წლის ასაკში. თვრამეტი წლის ასაკში გაწევრიანდა დიდი თეატრის საბალეტო დასში, მალევე დაწინაურდა და ამ დასის წამყვანი სოლისტი გახდა. მისი მოღვაწეობის ადრეულ წლებს პოლიტიკური რეპრესიების გარეშე არ ჩაუვლია. დიდ თეატრში გაწევრიანებიდან თექვსმეტი წლის განმავლობაში მას აკრძალული ჰქონდა საზღვარგარეთ გასვლა. ამასთან, ცივი ომის პერიოდში მისი, როგორც ეროვნული ბალერინას წარმატება აქტიურად გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის მიღწევების წარმოსაჩენად. 1959 წელს პირველმა მდივანმა ნიკიტა ხრუშჩოვმა მოუხსნა მაია პლისეცკაიას საზღვარგარეთ გასვლის აკრძალვა და მას „არამხოლოდ საბჭოთა კავშირის საუკეთესო, არამედ მსოფლიოს საუკეთესო ბალერინა“ უწოდა.[2]

1990 წლამდე დიდი თეატრის მოცეკვავის რანგში წარმოჩენილმა მისმა ცეკვის ოსტატობამ შეცვალა ბალეტის სამყარო, დააწესა რა ბალერინებისთვის მაღალი სტანდარტები როგორც ტექნიკური შესრულების თვალსაზრისით, ასევე დრამატული წარმოდგენის მხრივ. სოლისტის რანგში პლისეცკაიამ შექმნა მთელი რიგი წამყვანი როლებისა, მათ შორის მოისეევის სპარტაკი (1958), გრიგოროვიჩის ქვის ყვავილი(1959), ავრორა გრიგორევიჩის უძინარ მზეთუნახავში (1963), სპეციალურად მისთვის დაწერილი ალბერტო ალონსოს კარმენ-სიუიტა (1967) და მორის ბეჟარის აისიდორა. ასევე მის ყველაზე ცნობილ როლებს შორის არის ოდეტა-ოდილი გედების ტბაში (1947).

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად მაღალი სამედიცინო მეთვალყურეობისა მაია პლისეცკაია 89 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა 2 მაისს, 2015, მიუნხენში, გერმანია.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. viola.bz. Maya Plisetskaya
  2. Caute, David. The Dancer Defects: The Struggle for Cultural Supremacy During the Cold War, Oxford Univ. (2003) გვ. 489
  3. რადიო თავისუფლება. გარდაიცვალა მაია პლისეცკაია. 02.05.2015