ჭუხაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საოლქო დონის ქალაქი
ჭუხაი
珠海
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია გუანდუნი
შიდა დაყოფა Xiangzhou District, Doumen District და Jinwan District
კოორდინატები 22°16′18″ ჩ. გ. 113°34′37″ ა. გ. / 22.27167° ჩ. გ. 113.57694° ა. გ. / 22.27167; 113.57694
ფართობი 1,724.32 კმ²
ცენტრის სიმაღლე 36±1 მეტრი
მოსახლეობა 2,439,585 კაცი (2020[1])
სიმჭიდროვე 1,400 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 0756
საფოსტო ინდექსი 519000
საავტომობილო კოდი 粤C
ოფიციალური საიტი zhuhai.gov.cn
ჭუხაი — ჩინეთი
ჭუხაი

ჭუხაი (ჩინ.: 珠海, ფინინი: Zhūhǎi, იალე: Jyūhói; /ˈdʒuːˈhaɪ/[2]) — საოლქო დონის ქალაქი, რომელიც მდებარეობს მარგალიტის მდინარის ესტუარზე, გუანდუნის პროვინციის სამხრეთ ნაწილში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ჭუხაი შედის მარგალიტის მდინარის დელტის შემადგენლობაში. მისი სახელწოდება სიტყვა-სიტყვით ითარგმნება როგორც „მარგალიტის ზღვა“, რაც განპირობებულია ქალაქის სიახლოვით მარგალიტის მდინარის შესართავთან, სადაც მდინარე სამხრეთ ჩინეთის ზღვას უერთდება. ჭუხაის ესაზღვრება: ძიანგმენი დასავლეთიდან, ჭუნგშანი ჩრდილოეთიდან, მაკაო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. საზღვაო საზღვრების მიხედვით, ჭუხაი ასევე ესაზღვრება შენჯენსა და ჰონგ-კონგს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან.

ჭუხაი ჩინეთის თავდაპირველი ოთხი სპეციალური ეკონომიკური ზონიდან ერთ-ერთია. ეს ზონა 1980 წელს ჩამოყალიბდა. ქალაქი ასევე არის ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, რომელსაც ხშირად „ჩინურ რივერას“ უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ჩინეთის კანტონურ ნაწილში მდებარეობს, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მანდარინულად მაინც საუბრობს. ეს მოსახლეობა ძირითადად მიგრანტებს წარმოადგენს, რომლებიც ქალაქში ქვეყნის სხვა ადგილებიდან დასახლდნენ.

ჭუხაის მთავარი ცენტრი, სიანგჭოუ, მაკაოსთან ერთად, გუანდუნის, ჰონგ-კონგისა და მაკაოს დიდი ყურის ნაწილს წარმოადგენს. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი აგლომერაცია, რომლის მოსახლოებამაც, 2020 წლის მონაცემებით, 65 565 622 ადამიანი შეადგინა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭუხაი ესაზღვრება მაკაოს სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს (ჩრდილოეთით და სამხრეთით) და საოლქო დონის ქალაქი გუანჯოუდან 140 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ჭუხაის ტერიტორის სანაპირო ზოლის სიგრძე 690 კილომეტრს შეადგენს, ასევე 217 კუნძულს, რომელთაგან 147-ზე მეტი 500 კვადრატულ მეტრზე დიდი ფართობისაა.

საოლქო დონის ქალაქის ტერიტორიის სანაპირო ზოლის მიმდებარედ არაერთი კუნძულია. ეს კუნძულები ჭუხაის სხვა ტერიტორიას ძირითადად ხიდების საშუალებით უკავშირდება (ასეთია ხენგცინი, ციაო, ილეიტაოს კუნძლები). ზოგიერთი კუნძული სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარეობს (ასეთია ვანშანის არქიპელაგი). ზოგიერთი მათგანი ჰონგ-კონგის ტერიტორიასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ჭუხაის დანარჩენ ნაწილთან.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭუხაის კლიმატი განპირობებულია აღმოსავლეთ აზიის მუსონებით. ქალაქისათვის დამახასიათებელია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია: Cwa). სამხრეთ ჩინეტის ზღვის გავლენით, ქალაქისათვის დამახასიათებელია გრძელი, ცხელი და ნოტიო ზაფხული, იშვითი ჭექა-ქუხილით. ზამთარი შედარებით ნესტიანი და მშრალია. საშუალო უმაღლესი ტემპერატურა იანვარსა და ივლისში 18 და 32 °C-ს შეადგენს. თოვლი ქალაქის ტერიტორიაზე ძალიან იშვითი მოვლენაა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში კი ყინვა არასდროს დაფიქსირებულა. ჩინეთის სხვა ნაწილებში მცხოვრები პირები ხშირად ყიდულობენ ბინებს ჭუხაიში და ზამთარს სწორედ აქ ატარებენ.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭუხაის ძინვანის აეროპორტი

ჭუხაის ქალაქის სტატუსი 1979 წელს მიანიჭა, ერთი წლით ადრე მანამ, სანამ ჩინეთის სპეციალური ეკონომიკური ზონის შემადგენლობაში შევიდოდა (SEZ). მეზობელი შენჯენის მსგავსად, რომელიც სპეციალური ეკონომიკური ზონის პირველი წევრი გახდა 1978 წელს, ამ გაერთიანებაში ყოფნამ ქალაქის სტრატეგიული მნიშვნელობა მეტად გაამყარა. მდებარეობიდან გამომდინარე (მაკაოსა და ჰონგ-კონგთან სიახლოვე), ჭუხაის სტრატეგიული სავაჭრო მდებარეობა აქვს.

ჭუხაის შესვლამ სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში, ჩინეთის ცენტრალურ მთავრობასა და ეკონომიკას წვდომა გაუმარტივა მაკაოზე და შესაბამისად, გლობალურ მარკეტზე. შედეგად, ჭუხაი მარგალიტის მდინარის დელტის რეგიონში ერთ-ერთი უმთავრესი ქალაქია, რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ახალი გენერალური ურბანული გეგმის შედეგია. ქალაქს შესაძლებლობა აქვს გახდეს მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი, მეცნიერებისა და განათლების ქალაქი, ტურისტული ქალაქი და ტრანსპორტირების რეგიონული ცენტრი.

გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, უცხოური ინვესტიციების მთავარ სამიზნეს ქალაქში ღრმაწყლოვანი პორტი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა წარმოადგენს. 2008 წელს უცხოურმა ინვესტიციამ 10.344 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ქალაქის რაიონის, ძიდას პანორამა შიძიანგის მთიდან (石景山)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]