წყრთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წყრთასიგრძის საზომი ერთეული. საქართველოში გავრცელებული იყო XVI საუკუნიდან. შინაარსობრივად გამოხატავდა მანძილს იდაყვიდან შუა თითის წვერამდე. წერილობით წყაროებში გვხდება დაბადების ქართულ თარგმანში. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, წყრთა იყო ნახევარადლი (დაახლოებით 50.6 სმ). ძვ. წ. II-I საუკუნეებში ბაგინეთის (არმაზციხის) მშენებლები ეყრდნობოდნენ სიგრძის განსაზღვრულ ერთეულს (დაახლოებით 52 სმ). სიგრძის მსგავსი ერთეული შემჩნეულია უფლისციხეში და გორის ციხის ძველი კედლების გაზომვის დროსაც. ზოგი მეცნიერის (ი. ციციშვილი) აზრით ეს ერთეული არის წყრთა. აღსაღნიშნავია, რომ თითქმის ამავე სიდიდის (51.8 სმ) იყო ურარტული წყრთაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯაფარიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 373.
  • ჯაფარიძე გ., ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (IX-XIX), თბ., 1973