თითი (ერთეული)
იერსახე
თითი — სიგრძის საზომი ერთეული საქართველოში, ნახსენებია დაბადების ქართულ თარგმანში. საზომად ხშირად მოიხსენიება სამედიცინო ხასიათის ნაშრომებში. იხმარებოდა XVIII საუკუნის ჩათვლით. ჩვეულებრივ, აღნიშნავდა საშუალო ტანის ადამიანის შუა თითის სიგანეს (დაახლოებით 2,1 სმ).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯაფარიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 682.
|