ტანი (ერთეული)
იერსახე
ტანი — სიგრძის საზომი ერთეული საქართველოში. დაახლოებით 4 ადლს (4–5 მ) შეადგენდა. წერილობით წყაროებში გვხვდება XVIII საუკუნის დასაწყისიდან. აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის განმარტებით, ტანი ერთი ადამიანისათვის სამოსლად სამყოფი ქსოვილი იყო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 654.
|