გოჯი
იერსახე
გოჯი — სიგრძის საზომი ერთეული. მანძილი ცერის ბოლო სახსრიდან ფრჩხილის წვერამდე. სიგრძის საზომი საქართველოში — 9 ხორბლის მარცვლის ტოლი (დაახლოებით 3,16 სმ). გოჯი ერთ-ერთი უძველესი სიგრძის საზომი ერთეულია. იგი მოხსენიებულია დაბადებისა და სახარების ქართულ თარგმანში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 241.
|