აღაჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აღაჯი (თურქ.) — მანძილის საზომი ერთეული ახლო აღმოსავლეთ ქვეყნებსა და საქართველოში გვიანდელ შუა საუკუნეებში. აღაჯი თურქული სიტყვაა და ხის ბოძს ნიშნავს. თავდაპირველად იგი გზებზე დასმულ ბოძებს შორის მანძილს გამოხატავდა. შემდეგ იგი დროზე დამყარებული საზომი გახდა და მხედრის მიერ ერთ საათში გავლილ მანძილს უდრიდა. ამის გამო მისი ზომა სხვადასხვა დროს 5,7–6,7 კმ ფარგლებში მერყეობდა. აღაჯის პარალელურად იხმარებოდა ეჯი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]