ძმერხლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ძმერხლი
ძმერხლი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
ოჯახი:  შროშანისებრნი
გვარი:  ძმერხლი
ლათინური სახელი
Ruscus hypophyllum

ძმერხლი (ლათ. Ruscus hypophyllum) — ორსახლიანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა. დაბალი, მხოხავფესურიანი, მარადმწვანე ნახევრად ბუჩქია; უკანასკნელი წყების ტოტები გარდაქმნილია ფოთლის მსგავს, პრიალა, ტყავისებრ, მწვანე ფილოკლადოდიუმებად. იზრდება დაბლობების ტყეებსა და ბუჩქნარებში.

ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის მცენარეა. საქართველოში გავრცელებულია აფხაზეთში, აჭარასა და ქართლში. იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში. აღსანიშნავია, რომ მცენარეს იმერეთში ჯმერხლს, ხოლო სამეგრელოში ზორმეხს უწოდებენ.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]