ანთრისებრნი
იერსახე
| ანთრისებრნი | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ბაბუინი ანუბისი | |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Cercopithecidae | |||||||||||||
| ქვეოჯახი | |||||||||||||
| |||||||||||||
| |||||||||||||
ანთრისებრნი (ლათ. Cercopithecidae) — ოჯახი ცხვირვიწრო მაიმუნების ქვერიგისა. გავრცელებულია აფრიკასა და აზიაში, როგორც გამონაკლისი — გიბრალტარში. ანთრისებრთათვის დამახასიათებელია ლოყის უკანა პარკები, რომლებშიც ისინი დროებით ინახავენ საკვებს. იკვებებიან უმთავრესად მცენარეთა ნაყოფითა და ყლორტებით, ჭამენ პატარა ცხოველებსაც. უმეტესობა ხეებზე ბინადრობს, გვხვდებიან ხროვებად. მნიშვნელოვანი გვარებია: ანთარი, მაკაკი, პავიანი, ჰუსარი და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 459.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: