შინაარსზე გადასვლა

ცხვირვიწრო მაიმუნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცხვირვიწრო მაიმუნები

გორილა (Gorilla gorilla)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  პრიმატები
ქვერიგი:  ცხვირვიწრო მაიმუნები
ლათინური სახელი
catarrhinae

ცხვირვიწრო მაიმუნები (catarrhinae), ძუძუმწოვრების ქვერიგი პრიმატების რიგისა. უმრავლესობას ნესტოთაშორისი ძგიდე ვიწრო აქვს. მათი სხეულის სიგრძე 35-დან (ჯუჯა ანთარი) 175 სმ-მდე (გორილა) აღწევს. უმეტესობას აქვს გრძელი კუდი, ზოგს მოკლე ან სულც არ გააჩნია. უმდაბლეს ფორმებს აქვთ ლოყისუკანა პარკები და საჯდომი კორძები. ცხვირვიწრო მაიმუნებს ხშირი ბეწვი აქვთ. ქვერიგში 4 ოჯახია: ანთრისებრნი, გიბონისებრნი და ადამიანის მსგავსი მაიმუნები (პონგოსებრნი), ამავე ქვერიგს ეკუთვნის ადამიანის ოჯახიც. გავრცელებული არიან აფრიკასა და აზიაში. გიბრალტარზე გვხვდება ერთი სახეობა — მაგოტი, რომელიც ტყეში ბინადრობს.