სარფის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სარფის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია — აქრიტექტურული ძეგლი, დარბაზული ეკლესია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფის მახლობლად, მთის წვერზე. თარიღდება XV-XVII საუკუნეებით.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომცრო ზომის დარბაზული ეკლესია, ნახევარწრიული აბსიდით, ქვით არის ნაგები, წყობა ქაოტურია. შესასვლელი დასავლეთიდან არის მოწყობილი, რომლის ზემოთაც მცირე ზომის მართკუთხა სარკმელია დატანილი. თითო-თითო ფანჯარაა მოქცეული, აღმოსავლეთ, ჩრდილო და სამხრეთ კედლებზე. ფასადებზე გაირჩევა თავდაპირველი წყობა. ეკლესიის ინტერიერი შელესილია, თუმცა თავდაპირველი ნაგებობიდან შემორჩენილი ცალკეული დეტალები შეულესავია დარჩენილი. 1962 წლის მონაცმეების (ა. რამიშვილის მიერ შედგენილი სააღრიცხვო ბარათი) მიხედვით, ეკლესია სანახევროდ დანგრეული იყო; ტაძარი ამჟამად აღდგენილია - განახლებულია გარე ფასადების მოპირკეთება, კარ-სარკმლის ღიობთა ჩარჩო-საპირეები, ჩასმულია ახალი კარი.

ეკლესია მოქმედია და იქ განთავსებულია იმავე სახელწოდების დედათა მონასტერი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11757