ზვარიას ხიდი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ზვარიას ხიდი | |
---|---|
კოორდინატები: 41°28′15″ ჩ. გ. 41°51′25″ ა. გ. / 41.4710833° ჩ. გ. 41.8571694° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
მასალა | რიყის ქვა |
თაღების რაოდენობა | 1 |
ზვარიას ხიდი — შუასაუკუნეების ქვისთაღოვანი ხიდი, მდებარეობს ზვარიას ღელეზე (მიერთვი მაჭახელას მარცხნა მხრიდან), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ საფუტკრეთში.
ხიდის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ხიდი მოქცეულია სამანქანო ხიდის ქვეშ. ბოლო დრომდე ის სრულად იყო მოღწეული, მაგრამ მდინარის დინამიური და ხიდის სტატიკური დატვირთვებიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ხიდი მცირე ზომისაა. მალის ზომაა 1,80 მ, ისარი — 0,90 მ. ხიდის სიმაღლე წყლის ზედაპირიდან თავბანდის თავამდე — 2,10 მ, ბურჯის სიმაღლე — 1,20 მ, სიგანე — 1,45 მ. რადიალურად დაწყობილი თაღის ქვების სიგანე 30 სმ-ია. თაღზე გაყოლებული ჰორიზონტალური ქვების წყობისა 0,8-0,10 მ-ია. ლავგარდნის გამოწევა 4-5 სმ, ხიდის სიგანე — 1,35 მ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბ., 1962, გვ. 41
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|