შინაარსზე გადასვლა

მახოს ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მახოს ხიდი

მახოს ხიდი — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში, შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდი მდინარე მახოსწყალზე (ჭოროხის მარცხენა შენაკადი), სოფელ მახოს ბოლოში.

ხიდი ერთთაღიანია. თაღი წრიული ფორმისაა. ეს გარემოება აპირობებს კონსტრუქციის თანაფარდობას (48 სმ), როგორც ქუსლში ისე თავბანდში, რაც განასხვავებს დანდალოს ხიდისაგან, რომელსაც დამრეცი კამარა აქვს.

ხიდის სიგრძეა 15,80 მ, სიგანე შუაში (თავბანდთან) 2 მ, ნაპირებზე — 2,14 მ. ხიდის სიმაღლე წყლის დონიდან კამარის ზედაპირამდე 3,60 მეტრია, მალი — 6,40 მ. ისარი — 3,20 მ. ლავგარდანის გამოწევა კი 0,8 მ-ია, სისქე — 0,10 მ. მოაჯირის სიგანე — 0,5 მ. სიმაღლის განსაზღვრა დაზიანების გამო არ ხერხდება. ხიდის ბურჯების სიმაღლე 0,8 მ-ია.

თაღი ნაგებია კარგად გათლილი კვადრებით, ხოლო მისასვლელი — ფლეთილი ქვებით კირის ხსნარზე.

მახოს ხიდთან ახლოს მდებარეობს მეორე ხიდი, რომელიც ცნობილია ხის ხიდის სახელით. ხიდი ნაშენი იყო მდინარე მახოსწყალზე. შემორჩენილია მხოლოდ ხიდის საყრდენი ორი ბურჯი და ბურჯებისაკენ მიმავალი მსხვილი ფლეთილი ქვით ოდესღაც მოკირწყლული გზა. ხიდი ქვითა და კირხსნარის დუღაბზე ნაგებ, მასიურ წყვილ ბურჯს ეყრდნობა. ბურჯებიდან ერთ-ერთი მონოლითურ ქვის ლოდზეა ამოყვანილი. წყლის მხარეს ბურჯები თლილი ქვის კვადრებით არის მოპირკეთებული, რომელსაც ხმელეთთან შეზრდის კვალად, ზომაში თანდათან შემცირებული ფლეთილი ქვები მოსდევს.

ხიდის ხის ავთენტური კონსტრუქცია რკინის თანამედროვე კონსტრუქციით არის ჩანაცვლებული, ხოლო ხიდის ქვეშ გაყვანილია ლითონის დიდი მილები,

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № მახოს ხიდი № 11727
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № მახოს ხის ხიდი № 120664