შინაარსზე გადასვლა

ჩიტაგონგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩიტაგონგი
চট্টগ্রাম

ზევიდან: 1. Jamuna Oil Company-ს სათაო ოფისი. 2. სავაჭრო ცენტრი. 3. HSBC-ის ფილიალი. 4. ნასირაბადის რაიონის ხედი. 5. ზღვისპირა ხედი
ქვეყანა ბანგლადეშის დროშა ბანგლადეში
კოორდინატები 22°22′00″ ჩ. გ. 91°48′00″ ა. გ. / 22.36667° ჩ. გ. 91.80000° ა. გ. / 22.36667; 91.80000
მერია ნასირ უდინი
დაარსდა 1340
ამჟამინდელი სტატუსი 1863[1]
ფართობი 168.07[2] კმ²
ცენტრის სიმაღლე 351
ოფიციალური ენა ბენგალური ენა
მოსახლეობა 2,581,643[3] კაცი (2011)
აგლომერაცია 4,009,423
სასაათო სარტყელი UTC+6
სატელეფონო კოდი +880 31
საფოსტო ინდექსი 4000, 4100, 42xx
ოფიციალური საიტი ccc.org.bd
ჩიტაგონგი — ბანგლადეში
ჩიტაგონგი

ჩიტაგონგი (ბენგ. চট্টগ্রাম) — საპორტო ქალაქი სამხრეთ ბანგლადეშში. ჩიტაგონგის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 25 მილიონი მოსახლით მეორე უდიდესი ქალაქი დაკის შემდეგ.[3] ჩიტაგონგი წარმოადგენს ბანგლადეშის ყველაზე დატვირთულ პორტსა და მსხვილ სამრეწველო-ეკონომიკურ ცენტრს. ქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტია — აეროპორტი, უნივერსიტეტი, მრავალი მეჩეთი; ასევე ნავთობ გადამამუშავებელი, მძიმე მეტალურგიის და ქიმიური მრეწველობის ობიექტები.

ჩიტაგონგის ეტიმოლოგია გაურკვეველია.[4] ერთი განმარტება სახელის წარმომავლობას არაბ მოვაჭრეებს უკავშირებს (არაბ. شط غنغ, შატ-განგი სადაც შატ ნიშნავს დელტას, ხოლო განგი მოდის განგიდან).[4][5][6] ბირმული ტრადიციული გადმოცემის მიხედვით IX საუკუნეში არაკანცების მეფემ დაიპყრო ტერიტორია და ქალაქს უწოდა ციტ-ტა-გუნგი რაც ითარგმნება როგორც: ომის წამოწყება არასწორია.[4] სხვა ლეგენდა სახელის დარქმევას ისლამის გავრცელებას უკავშირებს, როდესაც მუსლიმმა ჩატი (ლამპარი) დადგა მთაზე და იქიდან მოუწოდა ხალხს აჯანის-თვის (სალოცავად მისასვლელად).[7] ბენგალურ ენაზე ქალაქს უწოდებენ ჩატგას (ბენგ. চাটগা), რომელიც ჩატგაონის (চাটগাঁও) ცვლილებით არის წარმოქმნილი ჩატის სოფელს აღნიშნავს.

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. History of Chittagong City Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-13. ციტირების თარიღი: 2023-06-08.
  2. Area, Population and Literacy Rate by Paurashava –2001
  3. 3.0 3.1 Population & Housing Census-2011: Union Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-08. ციტირების თარიღი: 2017-08-02.
  4. 4.0 4.1 4.2 O'Malley, L.S.S. (1908). Chittagong, Eastern Bengal District Gazetteers. Calcutta: The Bengal Secretariat Book Depot, გვ. 1. 
  5. Osmany, Shireen Hasan (2012). „Chittagong City“, Banglapedia: National Encyclopedia of Bangladesh, Second, Asiatic Society of Bangladesh. 
  6. Bernoulli, Jean; Rennell, James; Anquetil-Duperron, M.; Tieffenthaller, Joseph (1786) Description historique et géographique de l'Inde (fr). Berlin: C. S. Spener, გვ. 408. 
  7. „The Asian University for Women“. The Daily Star. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-02-09. ციტირების თარიღი: 2013-05-21.