ჩვეულებრივი მაინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩვეულებრივი მაინა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Acridotheres tristis (Linnaeus, 1766)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22710921

ჩვეულებრივი მაინა (ლათ. Acridotheres tristis) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგის შოშიასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძეა დაახლოებით 25 სმ. შეფერილია ყავისფრად, ვეჟან-შავ და თეთრთან ერთად. გავრცელებულია სამხრეთ აზიაში. XX საუკუნის დასაწყისიდან აღწევდა ცენტრალურ აზიაში, ხოლო 30-იანი წლებიდან სწრაფად დასახლდა ჩრდილო-დასავლეთში, მიაღწია თურქმენეთს, უზბეკეთს, ყარაყალპაკეთსა და ყაზახეთს. მკვიდრი ბინადარია, ხშირად გვხვდება დასახლებულ პუნქტებში. ბუდობს წელიწადში 2–3-ჯერ; ბუდეს იკეთებს სახურავების ქვეშ, შენობათა კედლებზე, იშვიათად ფლატეებსა და ფუღუროებში. დებს 4–5 ცისფერი კვერცხს. იკვებება მწერებით (მათ შორის კალიებით, რითაც სარგებლობა მოაქვს), კენკრით (უმთავრესად თუთით). ხშირად ჰყავთ გალიებში, შეუძლია სიტყვებისა და ფრაზების წარმოთქმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]