ჩვეულებრივი თხილი
ჩვეულებრივი თხილი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Corylus avellana L., 1753 | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 63521 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
ჩვეულებრივი თხილი[1] (ლათ. Corylus avellana) — მცენარე არყისებრთა ოჯახისა. ბუჩქი ან 8 მეტრამდე სიმაღლის ხეა.[2] აქვს გლუვი ან დაბზარული ქერქი. მოკლეყუნწიანი, კიდეზე მკაფიოდ ორმაგხერხკბილა ფოთოლი. სამტვრეები ძაფებიანად ყვითელია. საბურველი თხელი და ფოთლისებური, ორ- ან ერთფოთოლაკიანი, წვერზე მოკლე ნაკვთებით. საბურველი კაკალზე მოკლე ან გრძელია. ნაყოფი 2–10 კაკლისგან შედგება. ნაჭუჭი გლუვია. ყვავის თებერვალ-მარტში, ნაყოფმსხმოიარობს აგვისტო-ოქტომბერში.[3]
გავრცელებულია კავკასიაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ევროპაში, მცირე აზიაში. საქართველოში გვხვდება ყველგან. იზრდება ქვეტყედ მუხნარებში, ფართოფოთლოვან და წიწვოვან შერეულ ტყეებში, სუბალპური მეჩხერში,[2] ტყის პირას, ხშირად წმინდა ჯგუფებს ქმნის.[3] ჩრდილის ამტანი და საკმაოდ ყინვაგამძლეა. ყვავილობს თებერვალ-მარტში, ნაყოფი მწიფდება სექტემბერში. ერთი ბუჩქიდან 3 კგ-ზე მეტი მოსავალი მოდის. მრავლდება თესლით, ძირკვისა და ფესვის ამონაყრით, იშვიათად გადაწიდენით. ცოცხლობს 70–80 წელს.[2]
დეკორატიულია. იყენებენ დერდობების გასატყიანებლად. ერთ-ორწლიან ღეროს — წნელად, კალათების, გოდრების, ლახტების დასაწნავად.[2]
მთისრაჭულად ეწოდება ფთხილი, ფთხირი; ჭანურად – მთხირი, ნთხირი; მეგრულად – თხირი; სვანურად – შდიხ, შდგხგნდ.[1]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ფოთოლი
-
ყვავილედი
-
შემოუსვლელი ნაყოფი
-
ნაყოფი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მაყაშვილი ა., ჩვეულებრივი თხილი // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 ლორია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 33.
- ↑ 3.0 3.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 88.