ჩემი ქალაქის ვარსკვლავი
„„ჩემი ქალაქის ვარსკვლავი““ | |
---|---|
კადრი ფილმიდან | |
დამდგმელი რეჟისორი | ოთარ აბესაძე |
პროდიუსერი | შოთა ლაფერაძე |
სცენარის ავტორი | ოტია იოსელიანი |
როლებში |
ზურაბ ქაფიანიძე, მედეა ბიბილეიშვილი, კარლო საკანდელიძე |
კომპოზიტორი | არჩილ კერესელიძე |
ხმის ოპერატორი | ვიქტორ ენგელსი |
ოპერატორი |
არჩილ ფილიპაშვილი, ალექსანდრე დუბინსკი |
მხატვარი | ვასილ არაბიძე |
სტუდია | სს „ქართული ფილმი“ |
გამოსვლის თარიღი | 1970 |
ხანგრძლივობა | 89 წუთი |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
ენა | ქართული |
ჩემი ქალაქის ვარსკვლავი — 1970 წლის ქართული საბჭოთა ფილმი. რეჟისორი ოთარ აბესაძე.[1]
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახალგაზრდა მსახიობი ქალი — ოლოლი ქმართან განქორწინების შემდეგ პროვინციულ ქალაქში ბრუნდება მშობლებთან. დედას და მამას არ ესმით ქალიშვილის პროფესიული და ცხოვრებისეული არჩევნის, რაც ხშირად ხდება ოჯახური უთანხმოების მიზეზი. ოლოლს მაშინვე მიაქცევს ყურადღებას თანამდებობის პირი მამის ხელქვეითი, მაგრამ, ქალი გრძნობს, რომ მამაკაცი კარიერული წინსვლის სურვილითაა შეპყრობილი და მხოლოდ ამიტომ ცდილობს მისი გულის მოგებას. პროვინციული თვალთმაქცობა, მლიქვნელობა, ჭორები, მშობლების დრომოჭმული შეხედულებები სულს უხუთავს ახალგაზრდა ქალს. ერთადერთი ადამიანი, ვინც ოლოლს მხარში უდგას, მისი ძმაა — რეჟისორი ფარნაოზი. მისი დახმარებით, ოლოლი ადგილობრივ თეატრში გადაწყვეტს თამაშს. მისივე მეოხებით, ქალი შემთხვევით გაიცნობს გუჯას, რომელიც მშენებლობაზე მძღოლად მუშაობს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ოლოლი მასში საინტერესო მოსაუბრეს და განსხვავებული ხედვის ადამიანს აღმოაჩენს. ახალგაზრდები ერთმანეთს უახლოვდებიან და მათ შორის გრძნობები ჩნდება, მაგრამ, განსხვავებული სოციალური მდგომარეობა და ინტერესები მაინც იჩენს თავს. გუჯას უჭირს ოლოლის ამაყ და თავისუფალ ხასიათთან შეგუება, ვერც საზოგადოების იმ ნაწილის აზრს აღწევს თავს, ვინც მსახიობის პროფესიას არასერიოზულად თვლის. იგი და ოლოლი სცილდებიან. ფარნაოზის დადგმულ სპექტაკლს დიდი მოწონება ხვდება წილად, ოლოლის შესახებ ადგილობრივი გაზეთები წერენ, მაგრამ წარმატებისაგან ტკბობის მაგიერ, მას ახალი ელდა ელის: გუჯა მშობლების მიერ შერჩეულ საცოლეზე ქორწინდება. ქორწილში თეატრის დასიცაა დაპატიჟებული. წამიერ შეხვედრას ორივე მტკივნეულად განიცდის. გუჯა ქორწინების ღამესვე ტოვებს პატარძალს და სახლიდან მიდის.
როლებს ასრულებენ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მედეა ბიბილეიშვილი — ოლოლი
- ლეო ფილფანი — გუჯა
- კარლო საკანდელიძე — ფარნაოზი
- ზურაბ ქაფიანიძე — დურმიშხანი
- სესილია თაყაიშვილი — ვერიკო
- ეკატერინე ვერულეიშვილი — მამიდა
- არჩილ მაჩაბელი — ამბაკო
- თინათინ ჩარკვიანი — მართა
- სპარტაკ ბაღაშვილი
- იპოლიტე ხვიჩია — ყაფლანი
- ირაკლი ქოქრაშვილი — ძუკუ სეფისკვერაძე
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ჩემი ქალაქის ვარსკვლავი“ — ეროვნული ფილმოგრაფია
- „ჩემი ქალაქის ვარსკვლავი“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)