შინაარსზე გადასვლა

შუხუთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შუხუთი- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თემი, რომელიც მოიცავს სოფლებს ზემო შუხუთსა და ქვემო შუხუთს.

შუხუთის ტერიტორია დასახლებული იყო უძველესი დროიდან. ქრისტეს შობიდან V-VI საუკუნეებში შუხუთის ტერიტორიაზე არსებობდა ციხე-ქალაქი. ტოპონიმი შუხუთი მოხსენიებულია 1708 წელს. თქმულების მიხედვით იგი წარმოიშვა თურქებისაგან, რომლებმაც ამ ადგილს უწოდეს უხუთი (აუღებელი). 1855 წელს, ყირიმის ომის დროს მოხდა ბრძოლა რუსეთისა და ოსმალეთის ჯარებს შორის.

შუხუთის სავიზიტო ბარათი ლელოა, რომელიც ყოველ აღდგომა დღეს იმართება. შუხუთის ტერიტორიაზე მოიპოვება კირქვა, რომელიც კირის დასამზადებლად გამოიყენება.

რესურსები ინტერნეტში