შუხუთის ციხე-ქალაქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

შუხუთის ციხე-ქალაქი — V-VI საუკუნეების ციხე-ქალაქი გურიის ტერიტორიაზე, სოფელ შუხუთში.

ციხე-ქალაქის არსებობა დასტურდება სოფლის ტერიტორიაზე ნაპოვნი მასალით: ადრე ბრინჯაოს ხანის სამუშაო იარაღები, ჩვენი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნის პერიოდის ნივთები, მე-5-6 საუკუნეების სასახლის ნაშთები, 5-6 საუკუნეების მთავარანგელოზის ტაძრის ნანგრევები, რომაული აბანოს, ე.წ. „თერმას“ ტიპის ნანგრევები და აბანოს იატაკის მოზაიკური ფრაგმენტი, ასევე კერამიკული მილების საკმაოდ რთული სისტემა, სხვადასხვა ძვირფასი ნივთები და ოქროს ჯვარი. სავარაუდოდ, ქალაქის არსებობას ხელს უწყობდა თიხამიწით და კირქვით მდიდარი მიწა.

1961 წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიწაში აღმოჩნდა სასახლის ნაშთები. ის შედგებოდა საცხოვრებელი სახლის, აბანოსა და სხვა ნაგებობისაგან. აღნაგობითა და გეგმებით ეს კომპლექსი ადრებიზანტიური ხანის მდიდრული კლასის წარმომადგენლის სასოფლო რეზიდენციაა. კომპლექსი IV-V ს-ით თარიღდება. სავარაუდოდ ის ეკუთვნოდა ვინმე მდიდარ ეგრისელს. სასახლე სამი სართულისგან შესდგებოდა აქედან პირველი სართული მთლიანად დათმობილი ჰქონდა აბანოს აბანო საკმაოდ კარგად იყო ნაშენი. მას ჰქონდა ორნამენტიანი, ქვა-კენჭური მოზაიკური იატაკი, შემკული იყო სამი ფერის კენჭებით. ძეგლი V ს-ით თარიღდება. გათბობის სისტემა შემდეგნაირად იყო მოწყობილი: იატაკქვეშ აღმართულ სვეტებს შორის დაგროვილი სიმხურვალე აბანოს იატაკსაც ათბობდა და ზედა სართულის კედლებსაც. ციხის გალავნის ნაშთები დღემდეა შემორჩენილი, ხოლო არქეოლოგიური მასალა დაცულია თბილისის სიმონ ჯანაშიას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

მოზაიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : შუხუთის მოზაიკა.

შუხუთის აბანოში აღმოჩენილი მოზაიკური იატაკის ზომა ტოლია (2.00X3,50მ.). მოზაიკა შესრულებულია Opus Tesselatum-ის ტექნიკით, რომლისთვისაც დამახასიათებელია ერთნაირი ზომის და ფორმის კუბების გამოყენება. ჩამოთვლილი კუბებით გასახდელის მთელ იატაკზე იყო დაგებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გეომეტრიული მოზაიკური მოხატვა, რომელსაც სპეციალურ ლიტერატურაში ეწოდება „კვადრატები და რვაქიმიანი ვარსკვლავები“. მოზაიკაში ყველაზე მეტად იკვეთება გეომეტრიული მოხაზულობის ძირითადი ფიგურა: დიდი კვადრატები, რომლებიც იკავებენ მთავარ ადგილს ვარსკვლავებთან შედარებით. შუხუთის აბანოს მოზაიკის შედარებით რთული მოხატულობა არის ე. წ. წნული, შემდგარი სამი ჯგუფისაგან. მოზაიკის ბევრი კვადრატი შევსებულია ორნაირი სახის ჯვრების გამოსახულებით.

დათარიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუხუთის აბანოს გათხრების დროს არ იყო ნაპოვნი ისეთი არქეოლოგიური მასალა, რომელიც ზუსტად მისცემდა არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელ პარმენ ზაქარაიას ზუსტი დათარიღების საშუალებას. აბანოს ნაგებობა სავარაუდოდ გვიან ანტიკური პერიოდს მიეკუთვნება. აქ აღმოჩენილი მცირე რაოდენობის კერამიკა დათარიღებულია IV ს-ით. ეს არქეოლოგიური აღმოჩენა მეტყველებს, რომ კოლხეთის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, თანამედროვე გურია გვიანდელ ანტიკურ და ადრეშუასაუკუნეების დროითავის კულტურული მნიშვნელობით ერთ–ერთი მოწინავე რაიონი საქართველოში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ II