შოთა ზაზაშვილი
შოთა პეტრეს ძე ზაზაშვილი (დ. 2 ივნისი, 1946, სოფ. უდე, ახლანდ. ადიგენის მუნიციპალიტეტი) — ქართველი მათემატიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1998).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (1969). 1968–1989 წლებში მუშაობდა თსუ-ის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში სხვადასხვა სამეცნიერო თანამდებობაზე. 2003–2005 იყო თსუ-ის მესხეთის ფილიალის მათემატიკისა და ასტრონომიის კათედრის გამგე, 2005–2007 წლებში — ამავე ფილიალის დირექტორი. 2009 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის დეპარტამენტში.
ზაზაშვილის სამეცნიერო მუშაობის მიმართულებებია: დრეკადობის თეორიის სტატიკის ძირითადი, შერეული და საკონტაქტო ამოცანების მათემატიკური მოდელირება და გამოკვლევა; თხელი ანიზოტროპული დრეკადი ფირფიტის ღუნვის ძირითადი და შერეული სასაზღვრო ამოცანები; მრავალგანზომილებიანი ფიზიკური ველების ურთიერთქმედების მათემატიკური ამოცანები კომპოზიტური დრეკადი სხეულებისათვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 300.