ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. შეიქმნა 1968 წელს თსუ-ის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი პრობლემური ლაბორატორიის ბაზაზე (დაარსდა 1966 წელს), რომლის წინამორბედი იყო თსუ-ის ელექტრონული გამოთვლითი მანქანების ლაბორატორია (დაარსდა 1960 წელს). 1978 წელს მიენიჭა ლაბორატორიის შექმნის ინიციატორის ილია ვეკუას სახელი.

ინსტიტუტის უმთავრეს ამოცანად განისაზღვრა გამოყენებითი მათემატიკის აქტუალური პრობლემების კვლევა, სასწავლო პროცესისა და კვლევითი მუშაობის ინტეგრაციის მიზნით კვლევით სამუშაოებში უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების ჩართვა, მათემატიკური მეთოდებისა და გამოთვლითი ტექნიკის დანერგვა უნივერსიტეტის არამათემატიკურ სამეცნიერო დარგებშიც.

1968-1977 წლებში ინსტიტუტის დირექტორი და მეცნიერ-ხელმძღვანელი იყო ილია ვეკუა, 1979-1983 წლებში — ანდრია ბიწაძე, 1986-2006 წლებში — დავით გორდეზიანი, ხოლო 2006 წლის ბოლოდან ინსტიტუტის დირექტორია გიორგი ჯაიანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ავაზაშვილი ნ., გორდეზიანი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]