შინაარსზე გადასვლა

შიოვგიარ აბდულაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიოვგიარ აბდულაევი
დაბადების თარიღი 5 აპრილი, 1969
ნარიმანლი, ბასარგეჩარი, სომხეთის სსრ
გარდაცვალების თარიღი 27 აგვისტო, 1992 (23 წლის)
ჰეივალი, ქალბაჯარი, აზერბაიჯანი
გარდაცვალების მიზეზი მოკლული
დაკრძალულია გმირთა ხეივანი, ბაქო, აზერბაიჯანი
40°21′41″N 49°49′16″E / 40.361320° ჩ. გ. 49.821174° ა. გ. / 40.361320; 49.821174
მოქალაქეობა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ჯილდოები
აზერბაიჯანის ეროვნული გმირის ორდენი
აზერბაიჯანის ეროვნული გმირის ორდენი
ბრძოლები ყარაბაღის ომი

შიოვგიარ ჯამილის ძე აბდულაევი (აზერ. Şövqiyar Cəmil oğlu Abdullayev; დ. 5 აპრილი, 1969, ნარიმანლი, ბასარგეჩარი, სომხეთის სსრ — გ. 27 აგვისტო, 1992, ჰეივალი, ქალბაჯარი, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, აზერბაიჯანის ეროვნული გმირი, დაიღუპა ყარაბაღის ომში.[1][2]

შიოვგიარ აბდულაევი დაიბადა 1969 წლის 5 აპრილს, ძველი გოიჩის მხარეში, დღევანდელი ბასარგეჩარის რაიონის სოფელ ნარიმანლიში. 1986 წელს, დაამთავრა სოფელ ნარიმანლის საშუალო სკოლა წარჩინებით. ჩააბარა აზერბაიჯანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. პირველი კურსის დამთავრების შემდეგ, გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. 1989 წელს დაასრულა სამხედრო სამსახური მონღოლეთში და დაბრუნდა ბაქოში.[3]

მამა — ჯამილ აბდულაევის. არის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის, მალიქ აბდულაევის ძმისშვილი.[3]

1992 წელს, მთიანი ყარაბაღის ომის დაწყებისას ჩაირიცხა ჯარში. დაინიშნა აღდამში ორგანიზებულ ტანკთა ბრიგადის მეთაურად. მისმა სატანკო ბრიგადამ დისლოცირდა სოფელ აბდალ-გულაბლისთან. მონაწილეობა მიიღო მძიმე ბრძოლებში სოფელ პაპრავანდში, პირჯამალში, არანზამინში და სხვა სოფლებში. 1992 წლის 23 აგვისტოს, მისმა სატანკო ბრიგადამ სოფელ გულაბლის მიმდებარე სტრატეგიული სიმაღლის პოზიციიდან მოიხსნა და საეჭვოდ გაიგზავნა აღდარაში, სოფელ დრამბონის დაცვის მიზნით. უმოკლეს დროში, მისმა სატანკო ბრიგადამ სოფელ დრამბონში სომხურ-რუსული გაერთიანებული წინააღმდეგობა გატეხეს და სოფელი გაათავისუფლეს. სოფელ დრამბონის ბრძოლაში მარტო დარჩენილი შიოვგიარ აბდულაევის ტანკს რამდენჯერმე ცეცხლი გაუხსნეს. ჭრილობა მიიღო ორივე ფეხში, რის შემდეგაც ის მოათავსეს აღდამის სამხედრო ჰოსპიტალში. სრული გამოჯანმრთელებისთვის გარკვეული დრო იყო საჭირო, თუმცა, აბდულაევმა შემდგომი მკურნალობის ჩატარებაზე უარი განაცხადა და კვლავ დაბრუნდა ბრძოლის ველზე. 1992 წლის 27 აგვისტოს, მძიმე ბრძოლაში გადაარჩინა თავისი მებრძოლები ტყვეობას და თვითონ დაიღუპა.[2]

აზერბაიჯანის პრეზიდენტის 1993 წლის 5 თებერვლის №457 ბრძანებით, შიოვგიარ აბდულაევს დაღუპვის შემდეგ, მიენიჭა „აზერბაიჯანის ეროვნული გმირის“ წოდება.[1]

დაასაფლავეს ქალაქ ბაქოში, გმირთა ხეივანში, 1992 წლის 29 აგვისტოს.

  1. 1.0 1.1 National Heroes. ციტირების თარიღი: 27 November 2018
  2. 2.0 2.1 Milli Qəhrəman Şövqiyar Abdullayevin xatirəsi ehtiramla yad edilib (24 November 2014). ციტირების თარიღი: 6 December 2018
  3. 3.0 3.1 ABDULLAYEV ŞÖVQİYAR CƏMİL oğlu (9 September 2015). ციტირების თარიღი: 6 December 2018