შარ-კალი-შარი (აქად.: მეფეთმეფე) — აქადის იმპერიის მეხუთე მეფე. შუმერ მეფეთა სიის მიხედვით შარ-კალი-შარი იყო ნარამსუენის შვილი და იმეფა 25 (ან 24) წლის განმავლობაში. ტახტზე ავიდა მამის სიკვდილის შემდეგ და მთელი თავისი ენერგია შეალია მემკვიდრეობად მიღებული იმპერიის მთლიანობის შენარჩუნებისათვის ბრძოლას. ამასთან ერთად მას მოუხდა ქვეყნის შიგნით აჯანყების ჩახშობა და დასავლეთიდან ამორეველთა ტომების შემოსევის მოგერიება. მისი ყველა მცდელობა ქვეყნის თავდაცვითუნარიანობის გაზრდისა მარცხით დამთავრდა.