ურუინიმგინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ურუინიმგინა - ლაგაშის შუმერი მეფე, დაახ. ძვ. წ. 2318 - ძვ. წ. 2311.

ურუინიმგინამ ძალაუფება ენსი ლუგალანდას წინააღმდეგ მოწყობილი გადატრიალების შედეგად მიიღო. ხალხი უკმაყოფილო იყო ლუგალანდათი, რადგან იგი და მისი ქურუმები ითვისებდნენ ტაძრების ქონებას. ურუინიმგინამ ჩამოაგდო ლუგალანდა და შეუნარჩუნა მას სიცოცხლე.

ურუინიმგინამ დაიწყო რიგი რეფორმების ჩატარება, მან აღკვეთა კორუფცია, მიტაცებული ქონება ტაძრებს დაუბრუნა. მისი მეფობის ბოლო წლებში ლაგაშს მოუწია უმის მეფესთან ლუგალზაგესისთან მძიმე ომი. ლუგალზაგესმა დაიპყრო მთელი ლაგაში ქალაქ ნგირსუს გარდა. ბოლოს ლაგაშის დამოუკიდებლობა ლუგალზაგესის დამმარცხებელმა სარგონმა ხელყო.