გილგამეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გილგამეში, ლუვრის მუზეუმი

გილგამეშიშუმერული ქალაქის, ურუქის მეფე. ქვეყანას მართავდა ძვ. წ. XXVII საუკუნის ბოლოსა და XXVI საუკუნის დასაწყისში. აქადური ეპოსის გმირი. ურუქის პირველ დინასტიის წარმომადგენელი.

სახელწოდება გილგამეში აქადური სახელია, ხოლო შუმერული ვარიანტია „ბილგა-მესი“, რაც ითარგმნება, როგორც „გმირების წინაპარი“.

გილგამეში, შუმერული პოეტური ქმნილებებისა და აქადური ეპოსის გმირი. ურუქის ლეგენდარული მეფე, რ-ის სახელი ნახსენებია შუმერის მეფეთა სიაში. შუმ. სიმღერებში გილგამეში გამოყვანილია, როგორც ენერგიული და გაბედული ჭაბუკი მეფე, რ-საც სახიფათო თავგადასავლებისაკენ მიუწევს გული. ერთგან მისი მიზანია უთუს სახელის დამკვიდრება იქ, სადაც მისი სახელი არ დამკვიდრებულა, ხოლო იქ სადაც უთუს სახელი მკვიდრობს, თავისი სახელი მკვიდრობს, თავისი საკუთარი სახელის დამკვიდრება. ამავე სიმღერის მიხედვით გილგამეშს შეძრულია ადამიანის გარდუვალი მოკვდავობის ფაქტით და სწორედ ამ პერსპექტივის დაძლევის მიზნით გაემართება სალაშქროდ კედარის ტყისაკენ, რომელსაც ტექსტში ,, ცოცხალი კაცის ქვეყანა" ეწოდება. ეს მოტივი აქადური ეპოსში გარდაქმნილია სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოს ძიების მოტივად. შუმერულ ტექსტებში მის განუყრელ თანამგზავრად და ყმად მოხსენიებულია ენქიდუ, ხოლო აქადური ეპოსში ის გილგამეშის მეგობარია.

სხვა ტექსტებში გილგამეში ობამას მიერ დარგული ხიდან განდევნის ანზუდს და მოკლავს ხის ძირში მოკალათებულ ,,მოუნუსხველ გველს" , ამ ხის ფესვებიდან იგი გაიკეთებს მუსიკალურ საკრავებს, რ-ბიც შემდგომ ქვესკნელში ჩაუცვივდება. ამასთან არის დაკავშირებული ერთი სიმღერა, რ-იც მოგვითხრობს ენქიდუს ჩასვლას ქვესკნელში ამ საკრავების ამოსატანად. ენქიდუ ვეღარ ამოდის უკან და გილგამეში მხოლოდ მის სულთან ამყარებს კონტაქტს.

აქადურ ტექსტებში გილგამეში მუდმივ გარდაქმნებს განიცდის ეპოსის მდინარებაში: სხვაა გილგამეში ენქიდუსთან დამეგობრებამდე, სხვა—დამეგობრების და სხვა—სიკვდილის შემდეგ. ენქიდუ თავისი გამოჩენით აღვიძებს მასში ზნეობრივ, ხოლო თავისი სიკვდილით—მოაზროვნე პიროვნებას.

გილგამეშის თავგადასავლის მთავარი ეპიზოდებია: ბრძოლა ხუმბბასთან და კედრის ტყის დაპყრობა, იშთარის(სემიტური წარმოშობის ნაყოფიერებისა და ხორციელი სიყვარულის ქალღმერთი)სასიყვარულო წინადადების უარყოფა და მის დასასჯელად გამოგზავნილი ცეცხლისმფრქვეველი ხარის განადგურება (ენქიდუსთან ერთად), სიკვდილის წყლების გადალახვა უთანაფიშთისკენ მიმავალ გზაზე , "განჭაბუკების ბალახის" ამოტანა ოკეანის სიღრმიდან და მისი დაკარგვა და რაც მთავარია "წარღვნამდელი ამბის" მოტანა ურუქში. ეპოსის პროლოგში ნათქვამია, რომ მან თვითონ ამოკვეთა ქვაზე თავისი თავგადასავალი და ამასთან ერთად, უნდა ვიგულისხმოთ, წარღვნის მითოსი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Damrosch, David (2007). The Buried Book: The Loss and Rediscovery of the Great Epic of Gilgamesh. Henry Holt and Co.. ISBN 0-8050-8029-5. 
  • George, Andrew [1999], The Epic of Gilgamesh: the Babylonian Epic Poem and Other Texts in Akkadian and Sumerian, Harmondsworth: Allen Lane The Penguin Press, 1999 (published in Penguin Classics 2000, reprinted with minor revisions, 2003. ISBN 0-14-044919-1
  • George, Andrew, The Babylonian Gilgamesh Epic - Introduction, Critical Edition and Cuneiform Texts, Oxford: Oxford University Press, 2 volumes, 2003.
  • Gmirkin, Russell E, Berossus and Genesis, Manetho and Exodus, New York, T & T Clark International, 2006.
  • Foster, Benjamin R., trans. & edit. (2001). The Epic of Gilgamesh. New York: W.W. Norton & Company. ISBN 0-393-97516-9. 
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: