მანიშტუსუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მანიშტუშუ
Maništušu
აქადის იმპერიის 3-ე მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ.წ. 2205
მმართ. დასასრული: ძვ.წ. 2191
წინამორბედი: რიმუში
მემკვიდრე: ნარამსუენი


სხვა წოდებები: აქადის იმპერიის მეფე
მანიშტუშუს სტელა

მანიშტუშუ მანიშტუშუაქადის იმპერიის მესამე მეფე. ილაშქრა ელამის ოლქების ანშანისა და შერიხუმის წინააღმდეგ; დაამარცხა ასევე სპარსეთის ყურის სანაპიროზე მდებარე 32 მცირე სამთავროს კოლაიცია. ჩვენამდე მოაღწია მანიშტუშუს მიერ შუამდინარეთის ჩრდილოეთით მდებარე თემების ტერიტორიაზე შესყიდული მიწების შესახებ შედგენილმა ხელშეკრულების ტექსტმა, რომელიც ამოკვეთილია ქვის დიდ ოთხწახნაგოვან ფილაზე. იგი გვაწვდის ძვირფას ცნობებს ძველ შუამდინარეთში არსებული მიწისმფლობელობის ფორმებსა და თემის ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ. როგორც ისტორია მოგვითხრობს მანიშტუშუ მისივე სასამართლოს წევრებმა მოკლეს, რის შემდეგაც იმპერიას მისი შვილი ნარამსუენი გაუძრვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]