ენჰედუანა
ენჰედუანა | |
---|---|
ენჰედუანა, ღმერთ სინის(ნანას) ქალი ქურუმი | |
ეროვნება | აქადის იმპერია |
საქმიანობა | ქურუმი |
ცნობილი ნაშრომები | "ჰიმნები ინანაზე"; "შუმერული ტაძრების ჰიმნები" |
მშობლები | მამა: სარგონ აქადელი |
ენჰედუანა (შუმ.𒂗𒃶𒌌𒀭𒈾)[1] — მთვარის ღმერთ ნანნას(სინი) ქალი ქურუმი შუმერულ ქალაქ-სახელმწიფო ურში, რომელსაც მამამისი - სარგონ აქადელი მართავდა. ის დიდი ალბათობით მამამისმა დანიშნა ურის რელიგიური კულტის ლიდერად აქადურ რელიგიასა და ადგილობრივ შუმერულ რელიგიას შორის კავშირების გასამაგრებლად. ენჰედუანა ცნობილია, როგორც ადამიანებისათვის ცნობილი პირველი ავტორი მსოფლიო ისტორიაში იქიდან გამომდინარე, რომ შუმერულ ლიტერატურაში ცნობილ მრავალ ნაწარმოებში, როგორიცაა „ჰიმნები ინანაზე“ ის პირველ პირში მთხობელია. სხვა ნაშრომებშიც, როგორიცაა „შუმერული ტაძრების ჰიმნები“ ვლინდება მისი ავტორობა. თუმცა ასირიოლოგებს შორის გარკვეული კამათი მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ რამდენდაა ის ავტორი ან კომპოზიტორი აღმოჩენილი ნაშრომებისა ლინგვისტური და არქეოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, რომლებიც მას მიეწერება. ნაშრომები, რომელთა ავტორობასაც აწერენ მას, დაწერეს გადამწერებმა პირველ ბაბილონურ იმპერიაში, მისი სიცოცხლიდან 6 საუკუნეში. ნაშრომები მისი სიცოცხლის პერიოდთან შედარებით უფრო თანამედროვე შუმერულითაა დაწერილი. შესაძლოა გადამწერებმა ავტორობა მას მიანიჭეს სარგონ აქადელის დინასტიის ლეგენდარული ქრონიკის ნაწილის ნიშნად მოგვიანებით ბაბილონური ტრადიციებით. ენჰედუანას კულტურული მემკვიდრეობა და ნაშრომები, რომელიც მას მიეძღვნა დაიკარგა პირველი ბაბილონური იმპერიის დაცემის შემდეგ. ენჰედუანას არსებობა პირველად თავიდან გაიგეს თანამედროვე არქეოლოგებმა 1927 წელს, როცა სერ ლეონარდ ვულიმ გათხარა ურში გიპარუ (ტაძრის ცენტრალური ნაწილი) და იპოვა თაბაშირის ფირფიტა, სადაც დატანილი იყო მისი სახელი სარგონ აქადელთან ასოციაციაში და მისი თანამდებობა უკანა მხარეს. ცნობები მის შესახებ შემდეგ აღმოაჩინეს გათხრისას აღმოჩენილი შუმერული ლიტერატურის ნაშრომებში, რამაც გამოიწვია გამოძიება და ეჭვი მის ამ ნაწარმოებთა ავტორობაზე.მას ასევე მიექცა ყურადღება ფემინიზმში. ნაშრომები, რომელთა სავარაუდო ავტორიც ის არის, შეისწავლება როგორც კლასიკური რეტორიკის ადრეული ნიმუშები. მისი ნაშრომების ინგლისური თარგმანი გახდა მრავალი ლიტერატურული ადაპტაციის შთაგონების წყარო.
წარსული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ენჰედუანას მამა[2] აქადის იმპერიის დამაარსებელი სარგონ აქადელი იყო. გადარჩენილ წარწერაში[3] სარგონი საკუთარ თავს უწოდებს „სარგონ, აქადის მეფე, ინანნას ზედამხედველი („მაშკიმ“), ქიშის მეფე, ანუს მირონცხებული („გუდა“), მესოპოტამია მიწის მეფე, ენლილის გამგებელი: მან აიღო ქალაქი ურუქი და მისი კედლები მოანგრია, ურუქის ბრძოლაში მოიგო და ტყვედ ჩაიგდო ლუგალზაგესი, ენლილის მეფე.“[4] სარგონმა შემდეგ ური დაიმორჩილა და ტერიტორიას „ზიანი მიაყენა“ ლაგაშიდან ზღვამდე, [5] ჯამში 34 ქალაქი აიღო.
ურის დაპყრობით, აირინ ჯ. ვინტერი თქმით, სარგონს სურდა „აქადური დინასტიის ტრადიციულ შუმერულ წარსულთან კავშირების კონსოლიდაცია და ურის პოლიტიკურ ცენტრად ქცევა“ ენჰედუანას ადგილობრივი შუმერული მთვარის ღმერთის კულტის მნიშვნელოვან პოზიციაზე დანიშვნით. ვინტერის აზრით შესაძლოა, რომ მსგავსი პოზიცია უკვე არსებობდა და მისი ამ პოსტზე დანიშვნით მისი ნანასთან (სინთან)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ebeling 1938, p. 373.
- ↑ Black et al. 2006, pp. 315–316.
- ↑ Kramer 2010, p. 324.
- ↑ Liverani 2013, p. 143.
- ↑ Frayne 1993, pp. 10–12.