შარლოტ ავგუსტა უელსელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შარლოტ ავგუსტა უელსელი
Princess Charlotte of Wales by Dawe (1817).jpg
მშობ. სახელი Charlotte Augusta of Wales
დაბ. თარიღი 7 აგვისტო 1796
ლონდონი
გარდ. თარიღი 6 ნოემბერი 1817
სურეი
წოდება გაერთიანებული სამეფოს პრინცესა
(17961817)
მეუღლე(ები) ლეოპოლდ I
მშობლები მამა: ჯორჯ III
დედა: კაროლინ ბრაუნშვაიგერი

შარლოტ ავგუსტა უელსელი (ინგლ. Charlotte Augusta; დ. 7 აგვისტო 1796, ლონდონი — გ. 6 ნოემბერი 1817, სურეი) — გაერთიანებული სამეფოს პრინცესა და ტახტის მეორე მემკვიდრე (მამის, ჯორჯ IV-ის შემდეგ).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარლოტი იყო გაერთიანებული სამეფოს მეფე ჯორჯ IV-ის და კაროლინ ბრაუნშვაიგერის ერთადერთი ქალიშვილი. დაბადებიდან მალევე მშობლების დაშორების შემდეგ ის დააცილეს დედას. 1811 წლიდან, როცა მისი ბაბუა, ჯორჯ III ფსიქიურად დაავადდა, ხოლო მამამისი რეგენტი პრინცი გახდა, 15 წლის შარლოტა ფაქტობრივად აირჩიეს ტახტის პირველი მემკვიდრედ. პრინცესას უთანხმოება ჰქონდა მამასთან და მხარს უჭერდა ვიგების პარტიას. შარლოტის მომავალ მეფობაზე იმედებს ამყარებდა ნაპოლეონ I, რომელიც პრინცესას სიკვდილამდე იმედოვნებდა, რომ ის მას მიიწვევდა წმინდა ელენეს კუნძულიდან.

1813 წელს შარლოტს უპირებდნენ ვილემ II-ზე დაქორწინებას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მან ჩაშალა ნიშნობა. 1816 წლის 2 მაისს შარლოტი ცოლად გაჰყვა ბელგიის პრინც ლეოპოლდ საქსენ-კობურგს, რომელიც შემდგომში მეფე გახდა. ქორწინებისას პრინცმა გამოაცხადა, რომ მისი სიძე მიიღებდა კენდალის ჰერცოგის ტიტულს, თუმცა ვერ მოასწრო ამ წოდების გაფორმება. 1817 წლის 6 ნოემბერს შარლოტ ავგუსტა უელსელი გარდაიცვალა მამისა და ბაბუის სიცოცხლეშივე, მშობიარობიდან მეორე დღეს (მისი ვაჟი მკვდარი დაიბადა).

პრინცესა შარლოტი დაკრძალულია სამეფო სამარხში, წმინდა გიორგის სახელობის უინძორის ციხე-სიმაგრეში.

ჯორჯ III-ის ერთადერთი შვილიშვილის, შარლოტის სიკვდილმა დინასტიის არსებობა საფრთხის წინაშე დააყენა. 1817—1819 წლებში ჯორჯ III-ის რამდენიმე ვაჟი (შარლოტის ბიძები) დასახელდა კანონიერ მემკვიდრედ, რათა გვარი გაგრძელებულიყო. ერთ-ერთი ასეთი ქორწინებისას დაიბადა ვიქტორია, რომელიც 1837 წელს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი გახდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]