ალექსანდრა ოგილვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრა ოგილვი
HRH The Princess Alexandra 04 25 10.png
ალექსანდრა 2010 წელს
დაბადების სახელი პრინცესა ალექსანდრა კენტელი
დაბადების თარიღი 25 დეკემბერი, 1936 (1936-12-25) (85 წლის)
ლონდონი, ინგლისი
ეროვნება ინგლისელი
განათლება ჰეტფილდის სკოლა, ასკოტი
მეუღლე(ები) აგნუს ოგილვი (1963-2004)
შვილ(ებ)ი ჯეიმს ოგილვი
მარია ოგილვი

ალექსანდრა ოგილვი [1] (ინგლ. Alexandra Ogilvy; სრული სახელი: ალექსანდრა ჰელენ ელიზაბეტ ოლგა კრისტაბელი; დ. 25 დეკემბერი, 1936) — ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი.

კენტის ჰერცოგის, პრინც ჯორჯისა და საბერძნეთისა და დანიის პრინცესას, მარინას ქალიშვილი. ბრიტანეთის ამჟამინდელი მონარქის, დედოფალ ელისაბედ II-ის პირველი ბიძაშვილი.

ალექსანდრა არის ბიზნესმენის, სერ ანგუს ოგილვის ქვრივი, რომელზეც ის იყო დაქორწინებული 1963 წლიდან 2004 წლამდე, მის გარდაცვალებამდე.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრა 11 წლის ასაკში

პრინცესა ალექსანდრა დაიბადა 1936 წლის 25 დეკემბერს ლონდონში, ბელგრევის მოედანზე. [2] მისი მამა იყო პრინცი ჯორჯი, კენტის ჰერცოგი, მეფე ჯორჯ V-ისა და დედოფალ მარიამის მეოთხე ვაჟი, ხოლოდ დედამისი მარინა ბერძენი, პრინცი ნიკოლოზისა და დიდი ჰერცოგინია ელენა ვლადიმირის ქალიშვილი იყო. მას დაარქვეს დიდი ბებიის, ალექსანდრა დანიელის სახელი; ბებიამისი იყო რუსეთის დიდი ჰერცოგინია ელენა ვლადიმეროვნა; ხოლო მისი დეიდები იყვნენ ელისაბედ ბერძენი და ოლგა ბერძენი. მისი მეორე სახელია კრისტაბელი, რადგან იგი დაიბადა შობის დღეს, ისევე როგორც მისი დეიდა ალისა გლოსტერელი.

მისი დაბადების დროს იგი მეექვსე იყო ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეობის რიგში, მის წინ იდგნენ მისი ბიძაშვილები ელისაბედი და მარგარეტი, მისი ბიძა ჰენრი, მამამისი და მისი უფროსი ძმა პრინცი ედვარდი. იგი დაიბადა ბიძის, მეფე ედუარდ VIII-ის ტახტიდან გადადგომიდან ორი კვირის შემდეგ.

პრინცესა მოინათლა ბაკინგემის სასახლის კერძო სამლოცველოში, 1937 წლის 9 თებერვალს, ხოლო მისი ნათლიები იყვნენ: მეფე ჯორჯ VI და ელისაბედ ბოუზ-ლაიონი (ბიძა და დეიდა); მაუდ უელსელი (მისი ბებია); ელენა ვლადიმირის ასული (მისი ბებია); ოლგა ბერძენი (მისი დეიდა); ბეატრის ბრიტანელი (დიდი ბიცოლა); ატლონის გრაფი (მისი დიდი ბიძა); და გრაფი კარლ თეოდორ ტორინგ-იტენბახი (მისი ბიძა). თუმცა, მის ნათლობას მხოლოდ მეფე, დედოფალი და ლორდი ატლონი ესწრებოდნენ. [3] [4]

პრინცესა ალექსანდრამ ბავშვობის უმეტესი ნაწილი გაატარა თავისი ოჯახის აგარაკზე, კოპინსში, ბუკინგემშირში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ბადმინტონში, ცხოვრობდა ბებიასთან, მარია ტეკელთან ერთად, რომელიც ჯორჯ V-ის ქვრივი იყო.[2] მამამისი 1942 წლის 25 აგვისტოს შოტლანდიაში, კეიტნესის მახლობლად ავიაკატასტროფაში დაიღუპა სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობისას. იყო პირველი ბრიტანელი პრინცესა, რომელიც სწავლობდა სკოლა-პანსიონში, ჰითფილდის სკოლაში, ასკოტის მახლობლად. [2] [5] შემდეგ სწავლობდა პარიზში. [6]

ქორწინება და პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენტის პრინცესა ალექსანდრა ნიდერლანდებში ვიზიტისას, 1961 წლის ივნისი

1963 წლის 24 აპრილს, იგი დაქორწინდა ანგუს ჯეიმს ბრიუს ოგილვიზე (1928–2004), დევიდ ოგილვის, აირლის მე-12 გრაფისა და ლედი ალექსანდრა კოკის მეორე ვაჟზე, მათი ქორწილი გაიმართა ვესტმინსტერის სააბატოში. [5] [2] ალექსანდრას ნიშნობის ბეჭედი დამზადებული იყო კაბოშონისგან, იყო ოქროში ჩასმული და ორივე მხრიდან ბრილიანტებით გარშემორტყმული. [7] საქორწილო ცერემონიას ესწრებოდა სამეფო ოჯახი [8], ხოლო ტელევიზიით მთელი მსოფლიოს მასშტაბით უყურებდა დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი. [2]

პატარძალს ეცვა ვალენსინიეს მაქმანიანი კაბა, რომლის დიზაინერიც იყო ჯონ კავანა. [9] [10] მის მეჯვარეებს შორის იყვნენ პრინცესა ანა, ავსტრიის ერცჰერცოგინია ელისაბედი და პერეგინ ფეირფაქსი. [8] ღვთისმსახურება კენტერბერის მთავარეპისკოპოსმა მაიკლ რამზიმ აღავლინა. [8]

ანგუს ოგილვის 1988 წელს მიენიჭა რაინდის წოდება. პრინცესა ალექსანდრას და სერ ანგუსს ჰყავდათ ორი შვილი ჯეიმსი და მარინა და ოთხი შვილიშვილი:

  • ჯეიმს რობერტ ბრიუს ოგილვი (დაიბადა 1964 წლის 29 თებერვალს). 1988 წლის 30 ივლისს დაქორწინდა ჯულია კაროლინ რაულინსონზე, წმინდა მარიამის ეკლესიაში, წყვილს შეეძინა ორი შვილი: [11]
    • ფლორა ალექსანდრა ვესტერბერგი (დაიბადა 1994 წლის 15 დეკემბერს ედინბურგში, შოტლანდიაში). იგი დაქორწინდა ტიმოთი ვესტერბერგზე, სამლოცველო სამეფოში, წმინდა ჯეიმსის სასახლეში, 2020 წლის 26 სექტემბერს. [12]
    • ალექსანდრე ჩარლზ ოგილვი (დაიბადა 1996 წლის 12 ნოემბერს ედინბურგში, შოტლანდიაში).
  • მარინა ვიქტორია ალექსანდრა ოგილვი (დაიბადა 1966 წლის 31 ივლისს) იგი დაქორწინდა პოლ ჯულიან მოვატზე 1990 წლის 2 თებერვალს, განქორწინდნენ 1997 წლის 15 ოქტომბერს. მათ ჰყავთ ორი შვილი:

აქტივობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა ალექსანდრა ავსტრალიის ტურნეზე 1959 წელს
პრინცესა ალექსანდრა ოსეტში 1977 წელს

1950-იანი წლების ბოლოდან პრინცესა ალექსანდრა დედოფალი ელისაბედ II-ის მხარდასაჭერად ახორციელებდა ფართო პროგრამებს, როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ასევე მის გარეთაც. პრინცესა ალექსანდრა სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი იყო. [2] დღესაც ესწრება მრავალ საზეიმო და საქველმოქმედო ღონისძიებას. [13]

1959 წელს ავსტრალიაში იმყოფებოდა. [2] 1961 წელს პრინცესა ალექსანდრა გაემგზავრა ჰონგ კონგში და ეწვია აბერდინის თევზის ბაზარს, ლოკ მა ჩაუს პოლიციის განყოფილებას და So Uk Estate-ს, საჯარო საცხოვრებელ კომპლექსს. [14] [15] მის პატივსაცემად ერთ-ერთი საავადმყოფო ბრისბენში ატარებს მის სახელსა და გვარს. [16]

1960 წლის 1 ოქტომბერს ნიგერიამ გაერთიანებული სამეფოსგან[2] დამოუკიდებლობა მოიპოვა, ხოლო 3 ოქტომბერს პირველი პარლამენტი გახსნა. ნიგერიაში ალექსანდრა ელისაბედ II-ის წარმომადგენლად გაემგზვრა. მოგვიანებით, ტურებით წავიდა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის: კანადაში, იტალიაში, ომანში, უნგრეთში, ნორვეგიაში, იაპონიაში, ტაილანდში, გიბრალტარსა და ფოლკლენდის კუნძულებზე. [2]

მისი ხელმძღვანელობით ჰარლოუში, ესექსში გაიხსნა საავადმყოფო, რომელიც მისი სახელობისაა.

1964 წლიდან 2004 წლამდე იყო ლანკასტერის უნივერსიტეტის კანცლერი. [17] ასევე იყო მავრიკის უნივერსიტეტის პირველი კანცლერი. [18] ის ასევე არის გლაზგოს ექიმთა და ქირურგთა სამეფო კოლეჯის, [19] ინგლისის ქირურგთა სამეფო კოლეჯის, მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯის, [20] და ექიმების სამეფო კოლეჯის საპატიო თანამშრომელი. 2011 წლამდე იყო ბუნების მსოფლიო ფონდის პრეზიდენტი. [21]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Collis, Rose (2010). The New Encyclopaedia of Brighton, (based on the original by Tim Carder), 1st, Brighton: Brighton & Hove Libraries. ISBN 978-0-9564664-0-2. 
  • Panton, Kenneth J. (2011). Historical Dictionary of the British Monarchy. Scarecrow Press, Inc. ISBN 978-0-8108-5779-7. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Knights of the Orders of Chivalry. Debrett's. ციტატა: „Although HRH The Princess Royal and HRH Princess Alexandra, the Hon Lady Ogilvy, are both female they are actually included with the Royal Knights Companions and they bear the post-nominal letters KG (not LG).“ ციტირების თარიღი: 5 March 2012
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 Panton 2011.
  3. Yorkshire Post and Leeds Intelligencer. 10 February 1937.
  4. Members of the royal family attend christening of Princess Alexandra (1937). ციტირების თარიღი: 30 November 2021
  5. 5.0 5.1 Mishael, Herbert (24 April 1963). „Princess Alexandra to wed Ancestral foe“. The Age. London. ციტირების თარიღი: 17 July 2013.
  6. „Mayfair glamour girl not Margaret, but Alex“. Pittsburgh Post Gazette. London. Associated Press. 19 January 1956. ციტირების თარიღი: 17 July 2013.
  7. Chang, Mahalia. (27 November 2017) A Very Thorough History of British Royal Engagement Rings. ციტირების თარიღი: 15 May 2018
  8. 8.0 8.1 8.2 Royal Spring Wedding. ციტირების თარიღი: 24 March 2018
  9. (1967) Princess Alexandra. W. H. Allen & Co.. 
  10. Princess Anne is a beautiful bridesmaid in unearthed royal wedding photos (13 July 2021). ციტირების თარიღი: 30 November 2021
  11. „Royal baby for leap year day“. BBC. 29 February 1964. ციტირების თარიღი: 8 March 2008. ციტატა: „The Ogilvy baby was one of several royal babies due within months of each other. The 9lb 6oz boy will be unique among them in having no title. Master Ogilvy is currently 13th in line to the throne but will soon be displaced to 16th“
  12. „Princess Alexandra's granddaughter Flora Ogilvy marries Timothy Vesterberg“. Tatler. 1 October 2020. ციტირების თარიღი: 1 October 2020.
  13. Princess Alexandra. Official website of the Royal Family. ციტირების თარიღი: 20 June 2017
  14. Acheson, Mark. (29 June 2017) Watch: Hong Kong's Royal visit in 1961. Portsmouth News. ციტირების თარიღი: 24 March 2018
  15. Farewell To Hong Kong (1961). British Pathé.
  16. History. ციტირების თარიღი: 30 November 2021
  17. Chancellor's Installation. Lancaster University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მარტი 2018. ციტირების თარიღი: 25 March 2018
  18. Port Louis – Princess Alexandra visits Mauritius – 1972.
  19. HRH Princess Alexandra (b.1936), GCVO, in Evening Dress. Art UK. ციტირების თარიღი: 24 March 2018
  20. Honorary Fellows. Royal College of Obstetricians and Gynaecologists. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 25 March 2018
  21. New President for WWF-UK. WWF. ციტირების თარიღი: 25 March 2018