შინაარსზე გადასვლა

შალვა დავითაშვილი (კომპოზიტორი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შალვა გრიგოლის ძე დავითაშვილი (დ. 1 იანვარი, 1934, თელავი, — გ. 1 ნოემბერი, 2011, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1983), თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი (1962, ხელმძღვანელი პროფ. ალექსი მაჭავარიანი). 1961-იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1966–1968 წლებში იყო ახალქალაქის სამუსიკო სკოლის დირექტორი, 1969 წლიდან — თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი (თეორიული დისციპლინები, კომპოზიცია), 1993–2011 წლებში — თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის მუზეუმის დირექტორი. ძირითადი ნაწარმოებებია: 2 ბალეტი — „ვეფხი და მოყმე“ (1978, დაიდგა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში), „ზვიადაური“ (1985, დაიდგა იქვე), 2 სიმფონია — „უშბა“ (1963, 1991), 3 სიმფონიური პოემა — „ვეფხი და მოყმე“ (1960), „9 აპრილი“ (1992), „დავით აღმაშენებელი“ (1994), კლარნეტისა (4) და ფლეიტის კონცერტები (1981–2001), 3 კანტატა, ვოკალურ-სიმფონიური ციკლები ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ლექსებზე (1992–1995), რომანსები ქართველი პოეტების ლექსებზე (2002–2008), გუნდები, სიმღერები, მუსიკა სპექტაკლების, დოკუმენტური და თოჯინური ფილმებისათვის და სხვ. დაჯილდოებულია ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიით (2001).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]