შალვა ამისულაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამისულაშვილი.
შალვა ამისულაშვილი
დაბ. თარიღი 15 აპრილი 1915(1915-04-15)
დაბ. ადგილი თელავი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 27 მაისი 1981(1981-05-27) (66 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ალმა-მატერი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი

შალვა ზაქარიას ძე ამისულაშვილი (დ. 15 აპრილი, 1915, თელავი — გ. 27 მაისი, 1981, თბილისი) — ქართველი პოეტი, ბელეტრისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1940 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და აქედან მოყოლებული ორმოცი წლის მანძილზე ემსახურებოდა მშობლიურ ლიტერატურას. ცნობილია მისი პოეტური კრებულები: „პირველი წიგნი“, „თალარი“, „ძმადნაფიცები“, „ქართული მიწა“, „პოემები“, „ეყურვილი“, „ბალადები“ და სხვა. სიცოცხლის ბოლო წლებში შალვა ამისულაშვილმა თავის პოეტურ ქმნილებებს გვერდში ამოუყენა საგულისხმო ბელეტრისტული ნაწარმოებები - პოეტური მოთხრობა „შავი მუშამბა“ (ფიროსმანზე), ფრონტული მოგონებები და მოთხრობები.

შალვა ამისულაშვილი იყო გაზეთ „კომუნისტისა“ და „ლიტერატურული საქართველოს“ განყოფილების გამგე. წლების მანძილზე ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა სხვადასხვა გამომცემლობებში, საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტში და სახელმწიფო წიგნის პალატაში. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 45, თბ., 1994