წიგნის პალატა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წიგნის პალატა — სახელმწიფო უწყება საქართველოში 1924-2005 წლებში. საქართველოს სსრ პერიოდში წიგნის პალატა ახორციელებდა გამოცემული ბეჭდვითი პროდუქციის ბიბლიოგრაფიულ რეგისტრაციას და სტატისტიკურ აღრიცხვას. 1974 წელს მიენიჭა სულხან-საბა ორბელიანის სახელი. 2006 წელს წიგნის პალატა შეუერთდა საქართველოს ეროვნულ საპარლამენტო ბიბლიოთეკას.

წიგნის პალატა გამოსცემდა „წიგნის მატიანეს“ 1926 წლიდან, „ჟურნალის სტატიების მატიანეს“ 1939 წლიდან, „გაზეთის სტატიების მატიანეს“ 1943 წლიდან და „კარტოგრაფიულ მატიანეს“. წიგნის პალატამ გამოსცა რეტროსპექტიული ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლები „ქართული წიგნი“ (სამი ტომი, 5 ნაკვეთი, 1941-1969), გ. ბაქრაძის „ქართული პერიოდიკა, ბიბლიოგრაფია“ (1947), „ქართველი მეომრები საბჭოთა ხალხის დიდ სამამულო ომში“ (3 ნაკვეთი, 1945-1946), „ქართული მუსიკალური ლიტერატურის ბიბლიოგრაფია 1872-1946“ (1947).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]