შინაარსზე გადასვლა

შავფეხა ღორისსოკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შავფეხა ღორის სოკო)
შავფეხა ღორისსოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ბოლეტუსისნაირნი
ოჯახი:  ტაპინელასნაირნი
გვარი:  ტაპინელა
სახეობა:  შავფეხა ღორისსოკო
ლათინური სახელი
Tapinella atrotomentosa (Batsch) Šutara, 1992

შავფეხა ღორისსოკო (ლათ. Tapinella atrotomentosus) — სოკოს სახეობა ტაპინელას გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკას (კოსტა-რიკა), ევროპასა და აზიას.

არასაჭმელ სოკოდაა მიჩნეული, მიუხედავად ამისა, მას საკვებად გამოიყენებენ აღმოსავლეთ ევროპაში.

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა ბუნებისმეტყველმა ავგუსტ ბაჩმა 1783 წელს როგორც Agaricus atrotomentosus.[1]

სამეცნიერო სინონიმები

  • Agaricus atrotomentosus Batsch (1783)
  • Paxillus atrotomentosus (Batsch) Fr. (1833)
  • Rhymovis atrotomentosa (Batsch) Rabenh. (1844)
  • Sarcopaxillus atrotomentosus (Batsch) Zmitr. (2004)

ქუდის დიამეტრი — 5-15 (30) სმ, ამოზნექილი, ნახევარსფეროსებრი, შემდგომში — ენისებრი ან ნიჩბისებრი, ცენტრში ჩაზნექილი, შემოკეცილი კუთხეებით, ხორციანი. ზედაპირი მშრალია, ხშირად ხავერდოვანი, ჟანგისფერ-ყავისფერი ან ჟანგმიწისფერ-მურა.

ჰიმენოფორი — ფირფიტოვანი, ფირფიტები ხშირი, დაღმავალი. ახალგაზრდა სოკოებს კრემისფერიდან ღია-ჟანგმიწისფრამდე, ასაკთან ერთად მუქდება.

ფეხის სიგრძე 2-7 (12,5) სმ, სიგანე — 1,5-3,5 (5) სმ, გვერდითი ან ექსცენტრული, ხშირად ჩაფლულია სუბსტრატში, ცილინდრულია ან ძირში გაგანიერებული, ხაოიან-ხავერდოვანი, მუქ-ყავისფერი ან თითქმის შავი.

რბილობი მოთეთროდან ჟანგმიწისფრამდე, ჰაერზე მუქდება, განსაკუთრებული სუნის გარეშე, ზოგჯერ მომწარო გემოთი.

სპორების ფხვნილი ყვითელი-მომურო ფერისაა. სპორები 3-5 (6)×3—4 (5) მკმ, კვერცხისებრ-ელიფსისებური.[2]

გავრცელება და ეკოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საპროტროფია. გავრცელებულია ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში (კოსტა-რიკა),[3] ევროპასა[4] და აზიაში.

იზრდება ჯირკებზე, გადანაჭრებზე და მათთან ახლოს, ერთეულებად ან ჯგუფებად, წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, განსაკუთრებით ფიჭვზე.

სეზონი — ივლისი-ოქტომბერი.

შავფეხა ღორისსოკო არასაჭმელ სოკოდაა მიჩნეული,[5] მიუხედავად ამისა, მას მიირთმევენ აღმოსავლეთ ევროპაში.[4] კვლევამ აჩვენა, რომ სოკოს ქიმიური შემადგენლობა და თავისუფალი ამინომჟავების დონე დიდად არ განსხვავდება ისეთი საჭმელი სოკოსაგან როგორიცაა მანჭკვალა (ლათ. Armillaria mellea).[6] ლინუს ზეიტლმაირი აცხადებს, რომ ნორჩობაში შავფეხა ღორისსოკო საკვებად ვარგისია, ხოლო გადამწიფებულ ეგზემპლარებს აქვთ მწარე ან მელნის გემო და შეასაძლოა მომწავლაც კი გამოიწვიოს.[7] მწარე გემოს გასანეიტრალებლად სათანადოდ უნდა მოიხარშოს, ნახარში კი გადაიღვაროს. თუმცა ზოგიერთ ადამიანს შესაძლებელია მისი გადამუშავება გაუჭირდეს.[8] ევროპულ ლიტერატურაში შავფეხა ღორისსოკოსგან მოწამვლის ბევრი შემთხვევაა აღწერილი.[9]

  • Гапиенко О. С., Шапорова Я. А. (2012). Флора Беларуси. Минск: Беларуская навука, გვ. 69. ISBN 978-985-08-1482-1. 
  • Roody W.C. (2003). Mushrooms of West Virginia and the Central Appalachians. The University Press of Kentucky, გვ. 148. ISBN 0-8131-9039-8. 
  • Bessette, A.; Bessette, A.R.; Fischer, D.W. (1997). Mushrooms of Northeastern North America. Syracuse University Press, გვ. 220. ISBN 0815603886. 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Batsch AJGK. (1783). Elenchus Fungorum (la, de). Magdeburg, Halle: Apud Joannem Jacobum Gebauer, გვ. 89, plate 8:32. ციტირების თარიღი: 2021-01-10.  დაარქივებული 2017-10-18 საიტზე Wayback Machine.
  2. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 77, ISBN 99940-856-1-1.
  3. Gómez-Pignataro LD. (1992). „Los Basidiomicetes de Costa Rica: V. Paxillaceae Agaricales, Boletineae“ [Basidiomycetes from Costa Rica. V. Paxillaceae Agaricales, Boletineae]. Brenesia (ესპანური) (38): 105–13. ISSN 0304-3711.
  4. 4.0 4.1 (2011) The Book of Fungi. Chicago: University of Chicago Press, გვ. 304. ISBN 978-0-226-72117-0. 
  5. (1977) Fungi of Northern Europe 1: Larger Fungi (Excluding Gill-Fungi). Harmondsworth, UK: Penguin, გვ. 120–21. ISBN 0-14-063005-8. 
  6. Zhuk YT, Papilina VA. „Food value of the fungi Lactarius necator, Lactarius deliciosus and Paxillus atrotomentosus growing in western Siberia USSR“. Rastitel'nye Resursy (რუსული). 18 (2): 256–59. ISSN 0033-9946.
  7. Zeitlmayr L. (1976). Wild Mushrooms: An Illustrated Handbook. Hertfordshire, UK: Garden City Press, გვ. 75–76. ISBN 0-584-10324-7. 
  8. Haas H. (1969). The Young Specialist Looks at Fungi. Burke, გვ. 56. ISBN 0-222-79409-7. 
  9. Musselius SG, Ryk AA, Lebedev AG, Pakhomova GV, Golikov PP, Davydov BV, Donova LV, Zimina LN, Platonova GA, Selina IE, Skvortsova AV (2002). „K voprosu o toksichnosti gribov vida svinushka tonkaia i tolstaia“ [Toxicity of mushrooms Paxillus involutus and Paxillus atrotomentosus]. Anesteziologiia i Reanimatologiia (რუსული) (2): 20–35. PMID 12226995.