ყელი (მთა)
იერსახე
ყელი | |
---|---|
კოორდინატები: 42°31′12″ ჩ. გ. 44°20′24″ ა. გ. / 42.52000° ჩ. გ. 44.34000° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე შიდა ქართლის მხარე |
სიმაღლე | 3628 მ |
ქედი | ხარულის ქედი |
ყელი — ვულკანური მთა აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის ახალგორის მუნიციპალიტეტისა და შიდა ქართლის მხარის ჯავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთის აღმოსავლეთ ნაწილში, ყელის ვულკანური ზეგნის ცენტრალურ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3628 მ. წარმოადგენს ვულკანურ კონუსს. აქვს დაციტური ასაკის ვულკანური გუმბათი, რომლის შეფარდებითი სიმაღლეა 500 მ, ხოლო დიამეტრი 1500 მ. მთის სიახლოვეს არის დაციტური ლავის ნაკადები. აქტიური არ არის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Апродов В. А., Вулканы. Мысль, 1982.