ყაზახეთის ეროვნული აკადემიური დრამატული თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მ. ო. აუეზოვის სახელობის ყაზახეთის ეროვნული აკადემიური დრამატული თეატრი

ყაზახ. Мұхтар Әуезов атындағы Қазақ мемлекеттік академиялық драма театры
ზოგადი ინფორმაცია
ქვეყანა ყაზახეთი
ქალაქი ალმათი
კოორდინატები 43°14′29″ ჩ. გ. 76°55′04″ ა. გ. / 43.2415444° ჩ. გ. 76.9179222° ა. გ. / 43.2415444; 76.9179222
დაიწყო 1925
საიტი
auezov-theatre.kz

მ. ო. აუეზოვის სახელობის ყაზახეთის ეროვნული აკადემიური დრამატული თეატრი (ყაზახ. Мұхтар Әуезов атындағы Қазақ мемлекеттік академиялық драма театры) — ყაზახეთის ეროვნული დრამატული თეატრი ალმათში.

თეატრის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩამოყალიბდა 1925 წლის ბოლოს ყიზილორდაში, რომელიც იმ დროს იყო ყაზახეთის ასსრ-ის დედაქალაქი. თეატრი გაიხსნა 1926 წლის 31 იანვარს კოშკე კემენგეროვის პიესით „ალტინ საკინა“ („ოქროს ბეჭედი“), რეჟისორ სერკე კოჟამკულოვის დადგმით და დიდი კონცერტით. თუმცა, პირველი დადგმა, რომელიც შედგა 13 იანვარს, ჯერ კიდევ ოფიციალურ გახსნამდე, იყო მუხთარ აუეზოვის ტრაგედია „ენლიქ-ქებეკი“.

1928 წელს, დედაქალაქის ალმა-ატაში გადატანით, თეატრიც იქ გადავიდა. 1937 წლიდან თეატრს მიენიჭა აკადემიურის სტატუსი, ხოლო 1961 წლიდან — მუხთარ აუეზოვის სახელი.

თეატრის საწყისებზე იდგნენ ხალხური ხელოვნებისა და სამოყვარულო სპექტაკლების ოსტატები: ჟუმატ შანინი, კურმანბეკ ჯანდარბეკოვი, სერკე კოჟამკულოვი, კალიბეკ კუანიშპაევი, იელიუბაი უმურზაკოვი, ამრე კაშაუბაევი, ისა ბაიზაკოვი, შაპან ბადიროვი, ი. ბაიზაკოვი და სხვები.

თეატრის არსებობის პირველ წლებში სამსახიობო გარემოდან დასახელდნენ რეჟისორები: შანინი, კოჟამკულოვი, ჟანდარბეკოვი. პირველი რეპერტუარის შექმნაზე მუშაობდნენ მწერლები აუეზოვი, სეიფულინი, მაილინი. ადრეულ პერიოდში დაიდგა სპექტაკლები, რომლებიც ასახავდა საბჭოთა ხელისუფლების ჩამოყალიბებას: სეიფულინის „წითელი შევარდნები“, უსპანოვისა და უტეულინის „ზარლიკი“; ასევე ძველი სოფლის ყოფას, ყაზახი ხალხის რევოლუციამდელი ცხოვრებას: აუეზოვის „კარაკოზი“, „ბაიბიშე - ტოკალი“, მაილინის „ქორწინება“, „ცბიერი მოლა“, ერდანაევის „მალკამბაი“, შანინის „ტორსიკბაი“, „აიდარბეკი“, „არკალიკ-ბატირ“.[1]

1930-იან წლებში თეატრი იზიდავს პროფესიონალ რუს რეჟისორებს (მ. გ. ნასონოვი, ი. ბ. ბოროვი, მ. ა. სოკოლოვსკი), მხატვრებს (კ. ხოჯიკოვი), იწყებს კომპლექსური დრამატული ნაწარმოებების დადგმას: აუეზოვის „ღამის პიალმები“, მაილინის და მუსრეპოვის „ამანგელდი“.[1] იდგმება რუსული და უცხოური კლასიკური ნაწარმოებები: ნ. გოგოლის „რევიზორი“ (1936, რეჟ. ი. ბოროვი; 1940, რეჟ. მ. სოკოლოვსკი, 1946, რეჟ. ი. რუტკოვსკი; 1979, რეჟ. ა. აშიმოვი). უ. შექსპირის „ოტელო“ (1939, რეჟ. მ. სოკოლოვსკი; 1964, რეჟ. ა. მადიევსკი). განზე არ დგას არც ეროვნული დრამატურგია: მ. ახინჟანოვის „ისათაი - მახამბეტი“ (1938, რეჟ. ა. ისმაილოვი), გ. მუსრეპოვის „კოზი კორპეში - ბაიან სულუ“ (1940, რეჟ. ბ. ნასონოვი; 1943, რეჟ. ა. ისმაილოვი, 1953; 1971, რეჟისორი ა. მამბეტოვი). მ. აუეზოვისა და ლ. სობოლევის „აბაი“ (1940, რეჟ. ა. ტოკპანოვი; 1962, რეჟ. ა. მამბეთოვი). 1934 წელს ყაზახეთის დრამატული თეატრის თანამშრომელთა ნაწილი შევიდა ეროვნული მუსიკალური თეატრის პირველ ჯგუფში (ახლანდელი აბაის სახელობის ყაზახეთის ოპერისა და ბალეტის თეატრი).

1941-45 წლებში. რეპერტუარის საფუძველი იყო სპექტაკლები, რომლებიც მიეძღვნა საბჭოთა ხალხის გმირულ ბრძოლას დიდ სამამულო ომში: აუეზოვის „განსაცდელის დროს“, აუეზოვისა და აბიშევის „საპატიო მცველები“. ომის წლებში დადგმული იყო აგრეთვე შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“.[1]

ომისშემდგომ წლებში გაგრძელდა სოციალისტურ- რეალისტური თემების განვითარება: ა. ტაჟიბაევის „მეგობრობა და სიყვარული“ (1947, რეჟ. შ. აიმანოვი), „აყვავდი სტეპებო!“ (1952 და 1958), „აბაი“ მ. აუეზოვის რომანის მიხედვით (1949; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1952). ომისშემდგომ კლასიკურ ნაწარმოებებს შორისაა ა. ოსტროვსკის „ტალანტები და თაყვანისმცემლები“ (1949) და „ჭექა-ქუხილი“ (1950), მოლიერის „ძუნწი“ (1952).

1950-1960-იან წლებში თეატრმა ისტორიულ თემებს მიმართა: ს. მუკანოვის „ჩოკან ვალიხაპოვი“(1956), ა. ტაჟიბაევის „მაირა“ (1957, 1969). რეპერტუარში ჩნდება ახალგაზრდა დრამატურგთა პიესები: კ. მუხამეჯანოვის „მგლის ლეკვი ქუდში“ (1959) და „უცხოეთში“ (1968), თ. ახტანოვის „საულე“ (1961) და „ქარბუქი“ (1966) და სხვები. 1960-იანი წლებიდან იდგმება სსრკ სხვა ხალხების დრამატურგების პიესები: ჩ. აითმათოვის „დედის ყანა“ (1964), ჯ. ფაიზის „ქოშები“ (1972) და სხვა. 1970-იანი წლებიდან თეატრის რეპერტუარში შედის უცხოელი ავტორების ნაწარმოებები: ა. ვალეხოს „სისხლიანი ქორწილი“ (1978, რეჟისორი ა. ა. პაშკოვი), ლ. დიურკოს „ელექტრა, ჩემო სიყვარულო“ (1979) და ვ. დელმარის „შემდგომ — სიჩუმე“ (1981, რეჟისორი რ. სეიტმეტოვი) და ა. შ. სხვა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები 1940-1980-იან წლებში იყო: აბიშევის „მეგობრობა და სიყვარული“, „კარიერა და სინდისი“, გ. მუსტაფინის „მილიონერი“, ჰუსაინოვის „ძნელი ბედი“, ტაჟიბაევის „ერთი ხე ტყე არ არის“, „მაჭანკალი ჩამოვიდა“ მუხამეჯანოვის „უცხო მიწაზე“, შაშკინის „პოეტის გული“, კაბდოლოვის „ჩაუქრობელი ცეცხლი“, აითმათოვისა და მუხამეჯანოვის „ფუძიამაზე ასვლა“ და მრავალი სხვა.[1]

თეატრალურ დასში შედიოდნენ სსრკ სახალხო არტისტები ხ. ბუკეევა, ს. მაიკანოვა, ა. მამბეტოვი, ს. ორაზბაევი, ყაზახეთის სსრ-ის სახალხო არტისტები კ. უ. ბადიროვი, შ. ჟანდარბეკოვა, ს. კოჟამკულოვი, კ. კარმისოვი, ი. ნოღაიბაევი, ბ. რიმოვა, მ. სურტუბაევი, ე. უმურზაკოვი, ზ. შარიპოვა, ფ. შარიპოვა, ჯ. ჟალმუხამედოვა და სხვები

ყაზახეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რეპერტუარი განაგრძობდა მსოფლიო და ყაზახ დრამატურგთა ნაწარმოებებით შევსებას: უ. შექსპირის „კორიოლანუსი“ (1991), ო. სულეიმენოვის „მეშვიდე პალატა“ (1993), ი. ორაზბაევის „ჩინგიზ ხანი“ (1994), კ. გოცის „პრინცესა ტურანდოტი“ (1994), მ. აუეზოვის „მძიმე დრო“, შახიმარდანის „ტომირისი“ (2000) და სხვა. ყაზახეთის სახალხო არტისტის წოდება მიიღეს არტისტებმა: ტ. ტასიბეკოვამ, ტ. ჟამანკულოვმა, შ. ახმეტოვამ, ა. კენჟეევმა, კ. ტასტანბეკოვმა.

1997 წლიდან 2018 წლამდე თეატრის სცენაზე საახალწლო სპექტაკლებს მართავდა თოჯინების თეატრი „სეზამი“.[2]

თეატრში სპექტაკლები ტარდება ყაზახური ენაზე, სინქრონული თარგმანით რუსულ ენაზე.

2020 წლის 19 დეკემბერს, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, თეატრს მიენიჭა „ეროვნულის“ სტატუსი.[3]

თეატრის შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1981 წელს აბაის გამზირზე სპეციალურად ყაზახური დრამატული თეატრისთვის აშენდა ახალი შენობა. პროექტის ავტორები იყვნენ არქიტექტორები ო. ბაიმურზაევი, ა. კაინარბაევი, მ. ჟაკსილიკოვი; ინჟინრები: მ. პლახოტნიკოვი და ა. ბროხოვიჩი; მხატვრები: ი. ნიმეცი და გ. ზავიზიონნი. 1982 წელს ამ პროექტისთვის სამ ავტორს მიენიჭა ჩ. ვალიხანოვის სახელობის ყაზახეთის სსრ-ის სახელმწიფო პრემია.[4]

შენობა უნიკალურია თავისი დიზაინითა და არქიტექტურული მახასიათებლებით. ყველა ფასადის კომპოზიციური გადაწყვეტა ეფუძნება ძირითადი მოცულობის მთლიანობას. იგი მაღალზე დგას. მთავარ შესასვლელში საზეიმო კიბეა, რომლის წინ დგას მუხთარ აუეზოვის ძეგლი. ფოიე შემკულია დეკორატიული ბარელიეფით. შენობის მოცულობისა და მისი ელემენტების პროპორციულობა მას განსაკუთრებულ მონუმენტურობასა და საზეიმო იერს ანიჭებს. ფასადების დეკორაციისას გამოყენებული იყო გრანიტი, ნიჟარქვა, მარმარილო.[5]

ძეგლის სტატუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრის შენობა არქიტექტურული ძეგლია, სახელმწიფო რეესტრში შეტანილია 1982 წელს.[6]

2010 წლის 10 ნოემბერს დამტკიცდა ქალაქ ალმათის ადგილობრივი ისტორიული და კულტურული ძეგლების ახალი სახელმწიფო სია, ამავდროულად ამ საკითხზე ყველა წინა გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოცხადდა.[7] ამ განკარგულებაში შენარჩუნებული იყო თეატრის შენობის ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი. დაცული ზონების საზღვრები დამტკიცდა 2014 წელს.[8]

მუხთარ აუეზოვის ძეგლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუხთარ აუეზოვის ძეგლი აბაის გამზირთან დაიდგა 1980 წელს, იმ დროს მშენებარე დრამატული თეატრის შენობის წინ.

თეატრის შენობა

მ. აუეზოვის ბრინჯაოს ფიგურა ჩამოსხმული იყო მოქანდაკე ე. სერგებაევის მოდელის მიხედვით. ლაბრადორიტის კვარცხლბეკი დააპროექტეს არქიტექტორებმა ო. ბაიმურზაევმა და ა. კაინარბაევმა. ძეგლის პლასტიკურობა გადაწყდა ტრადიციულად: მწერალი ჩაფიქრებულ პოზაში სავარძელში ზის, მარჯვენა ხელში წიგნით. კვარცხლბეკის ფასადზე გამოსახულია ბრინჯაოს წარწერა: „მუხთარ ომარხანულის ძე აუეზოვი“. ავტორთა გუნდს 1982 წელს მიენიჭა ყაზახეთის სსრ-ის სახელმწიფო პრემია.[9]

1982 წლის 26 იანვარს ძეგლი შეიტანეს ყაზახეთის სსრ-ის რესპუბლიკური მნიშვნელობის ისტორიულ-კულტურული ძეგლების ნუსხაში.[10]

თეატრის მუზეუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრის მუზეუმი მდებარეობს თეატრის შენობის მე-4 სართულზე. 2021 წლის მონაცემებით, მუზეუმის ფონდი დაახლოებით 200 ათასი ექსპონატია. ფონდი შეიცავს თეატრის ხელოვანების ფოტომასალას, პლაკატებს, გადაცემებს, ბიოგრაფიებს, მათ პირად მასალას, ხელნაწერებს, საჩუქრებს 1930-იანი წლებიდან დღემდე.

გარდა ამისა, მუზეუმს აქვს პორტრეტების დიდი კოლექცია, პირველი სასცენო კოსტიუმები, რომლებიც ატარებდნენ ბევრ სპექტაკლში 1930-იანი წლებიდან. თეატრის მუზეუმის ფონდიდან გამოფენები ნაჩვენებია ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა ასტანა, კოსტანაი, თალდიყორღანი. არქივის ბაზაზე გამოიცა წიგნი-ალბომი თეატრის ისტორიის შესახებ.[11]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Театр драмы им. М. Ауэзова. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-10. ციტირების თარიღი: 2019-06-28.
  2. еатр кукол "Сезам" в Алматы перед новогодними выступлениями остался без помещения. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-19. ციტირების თარიღი: 2019-06-30.
  3. Театру драмы имени Мухтара Ауэзова присвоили статус национального. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-15. ციტირების თარიღი: 2021-01-13.
  4. Казахский театр драмы им. М.Ауэзова. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-07. ციტირების თარიღი: 2015-02-10.
  5. Управление культуры г. Алматы. Казахский Академический театр драмы им. М. Ауэзова. ციტირების თარიღი: 2019-02-06
  6. КАЗАХСТАНСКАЯ ХРОНИКА «П» Год 1981. Журнал "Простор". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-07. ციტირების თარიღი: 2015-02-10.
  7. Постановление Акимата города Алматы от 10 ноября 2010 года N 4/840 «Об утверждении Государственного списка памятников истории и культуры местного значения города Алматы». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-27. ციტირების თარიღი: 2019-02-06.
  8. Решение ХХХI сессии маслихата города Алматы V созыва от 10 сентября 2014 года N 261 «Об утверждении границ охранных зон, зон регулирования застройки и зон охраняемого природного ландшафта объектов историко-культурного наследия города Алматы». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-27. ციტირების თარიღი: 2019-02-06.
  9. Достопримечательности г. Алматы. Памятник Мухтару Омархановичу Ауэзову. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-05. ციტირების თარიღი: 2019-02-06
  10. Постановление Совета Министров Казахской ССР от 26 января 1982 года № 38 «О памятниках истории и культуры Казахской ССР республиканского значения». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-21. ციტირების თარიღი: 2013-01-15.
  11. Музей. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-30. ციტირების თარიღი: 2021-11-15