შინაარსზე გადასვლა

ქათამურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქათამურა (მრავალმნიშვნელოვანი).
ქათამურა

ხმის ჩანაწერი გაერთიანებულ სამეფოში
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Porzana porzana (Linnaeus, 1766)
სინონიმები
  • Ortygometra porzana
  • Rallus porzana
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 106002903
არეალი

  ბუდობის ადგილი
  წლიური არეალი
  გამოზამთრების ადგილი

ქათამურა ან ლერწმის ქათამურა (ლათ. Porzana porzana) — ფრინველი ლაინასებრთა ოჯახისა. გადამფრენი ფრინველია. მის მოსაპოვებლად საჭიროა 10-12 ნომერი საფანტი.

გავრცელება და ჰაბიტატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლდება ლერწმიან ჭაობებში. დედალ-მამალი მალე წყვილდებიან და ცდილობენ მათ მიერ დაკავებულ ადგილში სხვა არ შეუშვან საბინადროდ.

საქართველოში აპრილში გამოჩნდება ხოლმე.

კვერცხები ვისბადენის მუზეუმში, გერმანია.

ქათამურას წყვილი ბუდეს ხმელი ბალახებისა და ღეროებისაგან აკეთებს ჭაობის ნაპირზე მცენარეთა ძირებში ან წყლის ზედაპირამდე დაშვებულ ტირიფის ტოტებზე მიმაგრებით.

ქათამურა დებს 6-12 კვერცხს, რომლებზეც კრუხად ჯდება კვერცხების დების დამთავრებამდე. ამის გამო ბატყებიც თანდათანობით იჩეკებიან. პირველ დღეებში ბარტყებს მამა უვლის, ხოლო ბარტყების გამოჩეკის დამთავრების შემდეგ მათ მოვლაში დედალიც მონაწილეობს. ორი კვირის ბარტყები თვითონ პოულობენ საკვებს.

ქათამურა დილიდან საღამომდე წყლის ზედაპირზე დაცურავს, ყურყუმელაობს და ეძებს საკვებს: წყლის მწერებს, მათ კვერცხებსა და ლოკოკინებს.

  • გ. აბულაძე, ნ. ღამბარაშვილი, ვ. ბურჯანაძე, შ. ჩახანაშვილი, პ. ჟორდანია, ნ. ლომსაძე, ლ. გუნიავა, დ. ახრახაძე, გ. ზახაროვი, მონადირის ცნობარი, თბ., 1969. — გვ. 32-33.