ფრიდრიხ კარლ ფონ სავინი
ფრიდრიხ კარლ ფონ სავინი (გერმ. Friedrich Carl von Savigny; დ. 21 თებერვალი, 1779, მაინის ფრანკფურტი, გერმანია — გ. 25 ოქტომბერი, 1848, ბერლინი, გერმანია) — გერმანელი იურისტი და ისტორიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრიდრიხ კარლ ფონ სავინი სწავლობდა მარბურგისა და გეტინგენის უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებზე. 1800 წელს მას მიენიჭა დოქტორის ტიტული მარბურგის უნივერსიტეტში. ამავე წლიდან სავინი აქვე ასწავლიდა სისხლის სამართალს, შემდგომში რომის სამართალს, სამართლის ისტორიას და მეთოდოლოგიას. მას დიდი აღიარება მოუტანა 1803 გამოქვეყნებულმა ნაშრომმა „მფლობელობის უფლება“. 1804 წელს მეცნიერი წყვეტს მოღვაწეობას მარბურგში და მთელ თავის დროს უთმობს კვლევას, რისთვისაც იგი სტუმრობს გეტინგენს, ჰაიდელბერგს, პარიზს, ნიურნბერგს, აუგსბურგს, ლანდსჰუტს და ვენას. 1808 წელს იგი მიწვეული იქნა ლანდსჰუტის უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობაზე. 1810 წლიდან სავინი მოღვაწობს ბერლინის უნივერსიტეტში, 1812–1813 წლებში — როგორც რექტორი. 1803 წელს ჰაბლიიტაციის შემდეგ იგი გახდა არაორდინარული პროფესორი ამავე უნივერსიტეტში. 1808 წლიდან სავინი მოღვაწეობს ლანდსჰუტის უნივერსიტეტში როგორც პროფესორი. 1810 წელს სავინი იყო ბერლინის უნივერსიტეტის დამაარსებელი კომისიის წევრი. ამავე წელს იგი მოწვეული იწნა აღნიშნული ნივერსიტეტის პროფესორად. 1811 წლიდან სავინი იყო მეცნიერებათა აკადემიის წევრი, 1816 წლიდან — იუსტიციის საიდუმლო მრჩეველი, 1819 წლიდან — რაინის პროვინციების სარევიზიო სამსახურის მრჩეველი, 1826 წლიდან საკანონმდებლო კომისიის წევრი. 1842 წელს, მას შემდეგ რაც იგი კანონმდებლობის რევიზიის სამინისტროს ხელმძღვანელი გახდა, შეწყვიტა სამეცინიერო საქმიანობა. 1848 წლიდან იგი კვლავ განაგრძობს სამეცნიერო მოღვაწეობას.
მეცნიერული ღვაწლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამართლის ისტორიული სკოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სავინი ცნობილია, როგორც სამართლის ისტორიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი პუხტასთან ერთად. სამართლის ისტორიული სკოლის ძირითადი დებულების თანახმად, სამართლის შემოქმედი არსი არა სახელმწიფოებრივ თვითნებობა, არამედ „ხალხის სული“. დაწერილ სამართალს წინ უძღვის ჩვეულებითი სამართალი. იმდენად რამდენადაც სამართალი ისეთივე „ორგანული“ მოვლენაა, როგორც ენა ან ჩვეულება, სამართლის მეცნიერება შეიძლება იყოს მხოლოდ ისტორიული მეცნიერება. კოდიფიკაციის აუცილებელი წინაპირობაა, სამართლის მეცნიერების მიერ არსებული სამართლებრივ მასალის სრული დამუშავება და სისტემატიზაცია. სავინი მიიჩნევდა რომ ამ მხრივ ჯერკიდევ ბევრი რამ იყო გასაკეთებელი და ამითომ წინააღმდეგი იყო სამაოქალქო სამართლის კოდიფიკაციისა. აღნიშნული შეხედულებები სავინიმ სწორედ კოდიფიკაციის წინააღმდეგ მიმართულ თხზულებაში "Vom Beruf unserer Zeit für Gesetzgebung und Rechtswissenschaft" ჩამოაყალიბა. აღნიშნული თხზულება იყო პასუხი ტიბოს ცნობილ თხზულებაზე, რომელშიც მან სამოქალაქო კოდექსის აუცილებლობა დაასაბუთა.
სამართლის მეთოდოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამართლმცოდნის იდეალი სავინისათვის არის მეცნიერი, რომელიც ისტორიულ-სისტემატიურ მეთოდით და საბუნებისმეტზველო მეცნიერებათა სიზუსტით იკვლევს სამართალს. სამართალმცოდნეობა მოწოდებულია მრავალფეროვანი და დანაწევრებული სამართლებრივი მასალა დაიყვანოს ძირითად პრინციპეპზე, ცნებებზე და ინსტიტუტებზე, და შეიცნოს ამ უკანასკნელთა შორის ურთიერთდამოკიდებულებანი. პირველადი სამართლის წყარო ამ პრუცესში კვლავაც ხალხის სული და ჩვეულებაა. მეცნიერი ცდილობს მხოლოდ უნაკლო სისტემაში მოაქციოს ის, რაც უკვე არსებობს (იხილე „ცნებათა იურისპრუდენცია“).
სამართლის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამართლის ისტორიის დარგში სავინის მთავარი ნაშრომია „რომაული სამართლის ისტორია შუა საუკუნეებში“. ამ ნაშრომში სავინიმ მიზნად დაისახა ეჩვენებინა, რომ რომის სამართალი შუა საუკუნეებში ძირეული გარდაქმნის გარეშე ვითარდებოდა და იცვლებოდა. ნაშრომში განხილულია შუა საუკუნეების უნივერსიტეტებში რომი სამართლის კვლევის ისტორია.
სამოქალაქო სამართალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სავინის უმნიშვნელოვანესი და გერმანულენოვან სივრცეში სამოქალაქო სამართლის განვითარებაზე უდიდესი ზეგავლენის მქონე ნაშრომია „დღევანდელი რომის სამართლის სისტემა“. ამ ნაშრომმა დიდი როლი ითამაშა პანდექტური სისტემის ჩამოყალიბებაში. სამაოქალაქო სამართლის დოგმატიკისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კერძოდ სავინის მოძღვრებები ნების (ნების თეორია), სანივთო გარიგების აბსტრაქტულობის (აბსტრაქციის პრინციპი) და ორმხირივ ხელშეკრულებების შესახებ.
რჩეული თხზულებანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მფლობელობის უფლება, 1803
- Vom Beruf unserer Zeit für Gesetzgebung und Rechtswissenschaft, 1814
- რომის სამართლის ისტორია შუა საუკუნეებში, 6 ტომად, 1815-1831
- დღევანდელი რომის სამართლის სისტემა, 8 ტომად, 1840-1849
- ვალდებულებითი სამართალი როგორც დღევანდელი რომის სამართლის ნაწილი, 2 ტომად, 1851/1853
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 Friedrich Carl von Savigny — 2009.
- ↑ 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 KNAW Past Members
- ↑ 6.0 6.1 Marburger Professorenkatalog — 2016.
- ↑ 7.0 7.1 Frankfurter Personenlexikon — 2014.
- ↑ 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 9.0 9.1 Internet Philosophy Ontology project
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 www.accademiadellescienze.it
- ↑ 11.0 11.1 Савиньи Фридрих Карл фон // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ https://hls-dhs-dss.ch/de/articles/015796/2013-11-28/
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118605909 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.