ცნებათა იურისპრუდენცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ცნებათა იურისპრუდენცია — სამართლის მეცნიერების მიმდინარეობა, რომლის ძირითადი დებულების თანახმად, სამართალი ცნებათა სრულყოფილ სისტემას წარმოადგენს.

ამ მიმდინარეობის მიმდევრების თავალსაზრისით შესაძლებელია ასეთი სისტემიდან ნებისმიერი სამართლებრივი პრობლემის გადაჭრა ლოგიკური ოპერაციების მეშვეობით.

ცნებათა იურისპრუდენცია სამართლის მეცნიერების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიიჩნევს იურიდიული ნორმების და ცნებების კავშირების შეცნობას (სავინი). ეს კავშირები ისეთივე სახისაა როგორიც მათემატიკურ ცნებათა შორის კავშირები. როგორც სამი ერთმანეთთან გარკვეული სახით დაკავშირებული მონაკვეთი აუსცილებლად სამკუთხედს ქმნის, ისეთივე აუცილებლობით შეიძლება მარტივი იურიდიული ცნებებიდან და ახიომატური ცნებებიდან სამართლებრივი პრობლემების გადაწყვეტა. ცნებათა იურისპრუდენციის ერთ-ერთი ფუძემდებლის გეორგ ფრიდრიხ პუხტას თანახმად მეცნიერების ამოცანაა ნორმების და ცენებების ურთიერთდამოკიდებულების („ცნებათა გენოლოგიის“) გამოკვლევა. ამით მეცნიერება ესწრაფვის იურიდიული ცნებების და ნორმების სრულყოფილი პირამიდის შექმნას რომელიც იმდენად გამწვირვალე და ნათელი კავშირებისგან შედგება, რომ კონკრეტული იურიდიული პრობლემის გადაჭრა მხოლოდ მარტივი ლოგიკური ოპერაციების მეშვეობითაა შესაძლებელი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცნებათა პირამიდა ლოგიკურად სავალდებულო პასუხს იძლევა ნებისმიერ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელზეც არც „ხალხის სული“ (სამართლის ერთ-ერთი წყარო პუხტას აზრით) და არც კანონმდებელი არას გვეუბნება. ამდენად მეცნიერ იურისტების სამართალი წარმოგვიდგება, როგორც სამართლის კიდევ ერთი წყარო.

ცნებათა იურისპრუდენციის წარმოშობა განპირობებული იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შთამბეჭდავი წარმატებებით. სავინი მიიჩნევდა, რომ მათემატიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მეთოდოლოგიური სიზუსტე სამართლის მეცნიერებისთვისაც იდეალი უნდა გამხდარიყო. სავინიმ, პუხტამ და იერინგმა მართლაც მოახერხეს ცნებებზე ორიენტირებული სამართალმცოდნეობის დამკვიდრება გერმანულნოვან სივრცეში, რასაც ხელი შეუწყო მათმა შრომებმა რომი სამართლის შესახებ, რომლებშიც ისინი შეეცადნენ რომის სამართლის ერთიან სისტემად ჩამოყალიბებას. ცნებათა იურისპრუდენციის ხელშემწყობი ფაქტორი იყო ასევე სამართლებრივი პარტიკულარიზმი, რაც უპირველეს ყოვლისა კერძო სამართალში რომის სამართალზე დაფუძნებული ე.წ. მეცნიერული სამართლის საჭიროებას განაპირობებდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ცნებათა იურისპრუდენციამ თანდათანობით დათმო პოზიციები, რაშიც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის იერინგს, რომელიც თავისი სამეცნიერო კარიერის დასაწყისში თვითონ იყო ცნებათა იურისპრუდენციის ერთ-ერთი მეხოტბე. თხულებებში რუდოლფ ფონ იერინგი „მიზანი სამართალში“ და „იურიდიული ცნებების ზეცაში“ იგი შეეცადა ეჩვენებინა ისეთი სამართალმცოდნეობის უსუსურობა, რომელიც მხოლოდ ცნებების მანიპულირებით ცდლობს ცოდნის მოპოვებას. ცნებათა იურისპრუდენციის ერთ-ერთ გამორჩეულ და გავლენიან კრიტიკოსად მიიჩნევა ასევე ინტერესთა იურისპრუდენციის ფუძემდებელის ფილიპ ჰეკი.

მომდევნი ათწლეულებში ცნებათა იურისპრუდენცია გადაიქცა თანამდეროვე მეთოდოლოგიური მიმდინარეობების სამიზნედ და „საწკეპლავ ბიჭად“ (კლაუს როლი). დღეისათვის ტერმინს ცნებათა იურისპრუდენციას მხოლოდ უარზოფითი დატვირთვით იზენებენ, კერძოდ ამა თუ იმ იურიდიული თეორიის შეზღუდულობისა და უნაყოფობის ხაზგასმის მიზნით.

ცნებათა იურისპრუდენციის გავრცელებული კრიტიკა შეიძლება მარტივად მომდევნო პუნქტებად ჩამოყალიბდეს:

1. მხოლოდ ცნებებით ოპერირებით შეუძლებელია ნორმების (ჯერარსული წინადადებების, „Soll-Sätze“) შექმნა. ცნებებიდან მხოლოდ იმის ამოღება შეიძლება, რაც თავიდანვე ჩადებული იქნა მათში.

2. ცნებათა იურისპრუდენცია უყურადღებოდ ტოვებს რეალურ პირობებს, რომელთა არსებობაც განაპირობებს სამართლის არსებობას და საჭიროებას, ასევე სამართლის ნორმების შინაარსს.

ზოგიერთი თანამედროვე თეორეტიკოსი ცნებათა იურისპრუდენციის ამგვარ არადიფერეენციერბულ კრიტიკას გადაჭარბებულად მიიჩნევს. კლაუს როლის აზრით, ცნებათა იურისპრუდენციის კრიტიკოსები პუხტასა და სავინის იდეებს გარკვეულწილად არასწორად იგებენ. კერძოდ იგი აღნიშნავს, რომ ცნეაბათა ლოგიკის მიმართ მათი ოპტიმიყმი არასდროს ისეთი მძლავრი არ ყოფილა, როგორც თანამედროვე მეთოდოლოგიური სკოლები ამას სიამოვნებით - ხშირად მტრის სახის შექმნის მიზნით - ამტკიცებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004.