ფრიდრიხ ავგუსტი (ანჰალტ-ცერბსტის მთავარი)
ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ანჰალტ-ცერბსტი | |
---|---|
Friedrich August von Anhalt-Zerbst | |
ანჰალტ-ცერბსტის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1747 |
მმართ. დასასრული: | 1793 |
წინამორბედი: | კრისტიან ავგუსტ ფონ ანჰალტ-ცერბსტი |
მემკვიდრე: | - |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 8 აგვისტო 1734 |
დაბ. ადგილი: | შტეტინი |
გარდ. თარიღი: | 3 მარტი 1793 |
გარდ. ადგილი: | ლუქსემბურგი |
მეუღლე: |
1. კაროლინა ვილჰელმინა სოფია ფონ ჰესენ-კაზელი 2. ფრედერიკა ავგუსტა ფონ ანჰალტ-ბერნბურგი |
შვილები: | არ ჰყოლია |
დინასტია: | ასკანიები |
მამა: | კრისტიან ავგუსტ ფონ ანჰალტ-ცერბსტი |
დედა: | იოჰანა ელიზაბეთ ჰოლშტაინ-გოტორპელი |
ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ანჰალტ-ცერბსტი (გერმ. Friedrich August, Fürst von Anhalt-Zerbst) — გერმანელი მთავარი ასკანიების დინასტიიდან და ანჰალტ-ცერბსტის უკანასკნელი მმართველი.
ის იყო კრისტიან ავგუსტის, ანჰალტ-ცერბსტის მთავრის და მისი ცოლის იოჰანა ელიზაბეთ ჰოლშტაინ-გოტორპელის, კრისტიან ავგუსტ ჰოლშტაინ-გოტორპელის ქალიშვილის მეორე და ერთადერთი ცოცხლადდარჩენილი ვაჟი.
ფრიდრიხ ავგუსტი იყო რუსეთის იმპერატრისის ეკატერინე II დიდის ძმა.
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრიდრიხ ავგუსტი ცამეტი წლის ასაკში გახდა ანჰალტ-ცერბსტის მმართველი.
ქორწინებები და შთამომავლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1753 წლის 17 ნოემბერს, ცერბსტში ფრიდრიხ ავგუსტი დაქორწინდა კაროლინა ვილჰელმინა სოფია ფონ ჰესენ-კაზელზე (10 მაისი 1732 — 22 მაისი 1759), მაქსიმილიან ჰესენ-კაზელის ქალიშვილსა და კარლ I-ს, ჰესენ-კაზელის ლანდგრაფის შვილიშვილზე. ქორწინება უშვილო აღმოჩნდა.
1724 წლის 27 მაისს, ბალენშტედტში ფრიდრიხ ავგუსტი მეორედ დაქორწინდა უკვე ფრედერიკა ავგუსტა სოფიაზე, ვიქტორ ფრედერიკის, ანჰალტ-ბერნბურგის მთავრის ქალიშვილზე. როგორც პირველ შემთხვევაში, ეს ქორწინებაც უშვილო აღმოჩნდა.
მისი გარდაცვალების შემდეგ ანჰალტ-ცერბსტის ხაზი გაქრა და სამთავროს სამართალმემკვიდრეობა ასკანელთა სხვადასხვა სახლის დავის საგანი გახდა. 1796 წელს სამთავრო დაიყო და არსებობა შეწყვიტა.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ორდენი (15 ივლისი 1744)