შინაარსზე გადასვლა

ასკანიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალბრეხტ I დათვის ძეგლი შპანდაუს ციტადელთან ბერლინში

ასკანიები (გერმ. Askanier) — მთავრების საგვარეულო გერმანიაში. მათი სახელწოდება მომდინარეობს აშერსლებენში მათი სამფლობელოების ლათინიზებული ფორმიდან (ლათ. Ascharia). XI საუკუნიდან ისინი ცხოვრობდნენ აღმოსავლეთ საქსონიაში. საგვარეულოს პირველი ცნობილი წარმომადგენელი იყო XI საუკუნის პირველ ნახევარში მცხოვრები გრაფი ადალბერტ ბალენშტედტელი. მისმა ვაჟმა, გრაფმა ეზიკო ფონ ბალენშტედტმა (გარდაიცვალა 1060 წლის შემდეგ), დედისგან, ლუჟიცის მარკის მარკგრაფის, უდო I-ის ქალიშვილ ჰიდასგან, მიიღო მნიშვნელოვანი სამფლობელოები მდინარე ელბასა და ზაალეს შორის. ეს სამფლობელოები საგვარეულოს მთავარი ძალაუფლება გახდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]