ფრედერიკ ავგუსტ ჰოლშტაინ-გოტორპელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრედერიკ ავგუსტ ჰოლშტაინ-გოტორპელი
Friedrich August von Oldenburg.jpg
წოდებები
ოლდენბურგის ჰერცოგი
დაიბადა 20 სექტემბერი, 1711
გარდაიცვალა 6 ივლისი, 1785, (73 წლის)
საგვარეულო ოლდენბურგები
მეუღლე(ები) ულრიკა ფრედერიკა ვილჰელმინა ჰესენ-კასელელი
შვილ(ებ)ი ჰედვიგ ელიზაბეთ შარლოტა, შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალი
მამა კრისტიან ავგუსტი, ოტინის გრაფი
დედა ალბერტინა ფრედერიკა ბადენ-დურლახელი
რელიგია ლუთერანიზმი

ფრედერიკ ავგუსტ ჰოლშტაინ-გოტორპელი (დან. Frederik August af Holsten-Gottorp; დ. 20 სექტემბერი, 1711 — გ. 6 ივლისი, 1785) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. ოტინის გრაფ კრისტიან ავგუსტისა და ალბერტინა ფრედერიკა ბადენ-დურლახელის ვაჟი. ოლდენბურგის ჰერცოგი 1774-85 წლებში. ნორვეგიისა და შვედეთის დედოფალ ჰედვიგ ელიზაბეთ შარლოტას მამა და რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ბიძა. სწორედ ეკატერინემ დაუბრუნა მას ჰოლშტაინ-გოტორპის საჰერცოგო, უბოძა ოლდენბურგის ჰერცოგობა და ლიუბეკის პრინც-ეპისკოპოსობა.

1752 წლის 21 ნოემბერს, მან ცოლად შეირთო პრინცესა ულრიკა ფრედერიკა ვილჰელმინა ჰესენ-კასელელი, რომელთანაც მრავალწლიანი ქორწინებიდან სამი შვილი შეეძინა:

  1. პეტერ ვილჰელმი (1754-1823), ოლდენბურგის ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  2. ლუიზა (1756-1759), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ჰედვიგ ელიზაბეთ შარლოტა (1759-1818), ცოლად გაჰყვა შვედეთისა და ნორვეგიის მეფე კარლ XIII-ს;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Darryl Lundy (15 July 2005). "Friedrich August Oldenburg, Grand Duke of Oldenburg". thePeerage.com. Retrieved 2009-01-02.
  • Paul Theroff. "OLDENBURG". Paul Theroff's Royal Genealogy Site. Retrieved 2009-01-02.
  • "A Chronology of World Political History 1701–1800". Archived from the original on October 27, 2009. Retrieved 2010-10-15.
  • Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living, Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 28.