ავგუსტა მარია ჰოლშტაინ-გოტორპელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავგუსტა მარია ჰოლშტაინ-გოტორპელი
წოდებები
ბადენ-დურლახის მარკგრაფინია
დაიბადა 6 თებერვალი, 1649
გარდაიცვალა 25 აპრილი, 1728, (79 წლის)
საგვარეულო ოლდენბურგები
მეუღლე(ები) ფრიდრიხ VII, ბადენ-დურლახის მარკგრაფი
შვილ(ებ)ი კარლ III, ბადენ-დურლახის მარკგრაფი
იოჰანა, ვიუტემბერგ-შტუტგარტის ჰერცოგინია
ალბერტინა, ოტინის პრინცესა
კრისტოფერი
მამა ფრედერიკ III, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი
დედა მარია ელიზაბეთ საქსონიელი
რელიგია ლუთერანიზმი

ავგუსტა მარია ჰოლშტაინ-გოტორპელი (გერმ. Augusta Maria von Holstein-Gottorf; დ. 6 თებერვალი, 1649 — გ. 25 აპრილი, 1728) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ფრედერიკ III-ისა და მისი ცოლის, მარია ელიზაბეთ საქსონიელის ნაბოლარა ქალიშვილი. ბადენ-დურლახის მარკგრაფინია 1677-1709 წლებში როგორც ფრიდრიხ VII-ის მეუღლე.

1670 წლის 15 მაისს, იგი ცოლად გაჰყვა ფრიდრიხ ბადენ-დურლახელს, რომელთანაც შეეძინა თერთმეტი შვილი:

  1. ფრიდრიხ მაგნუსი (1672), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  2. ფრედერიკა ავგუსტა (1673-1674), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  3. კრისტინა სოფია (1674-1676), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. კლაუდია მაგდალენა (1675-1676), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  5. კათარინა (1677-1746), ცოლად გაჰყვა ლეინინგენ-არტენბურგის გრაფ იოჰა ფრიდრიხს;
  6. კარლ III ვილჰელმი (1679-1738), ბადენ-დურლახის მარკგრაფი, ცოლად შეირთო მაგდალენა ვილჰელმინა ვიუტემბერგელი;
  7. იოჰანა ელიზაბეთი (1680-1757), ცოლად გაჰყვა ვიუტემბერგ-შტუტგარტის ჰერცოგ ებერჰარდ ლუდვიგს;
  8. ალბერტინა ფრედერიკა (1682-1755), ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ კრისტიან ავგუსტს, რომლებიც არიან რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ბებია-ბაბუა;
  9. კრისტოფერი (1684-1723), ცოლად შეირთო მარია კრისტინა ფელიჩიტა ლეინინგენ-არტენბურგელი;
  10. შარლოტა სოფია (1686-1689), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  11. მარია ანა (1688-1689), გარდაიცვალა ჩვილობაში;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]