ალბერტინა ფრედერიკა ბადენ-დურლახელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალბერტინა ფრედერიკა ბადენ-დურლახელი
Fredrika Albertina, 1682-1755, hertiginna (Balthasar Denner) - Nationalmuseum - 16012.tif
წოდებები
ოტინის მთავარი
დაიბადა 3 ივლისი, 1682
გარდაიცვალა 22 დეკემბერი, 1755, (73 წლის)
საგვარეულო ცერინგენები
მეუღლე(ები) კრისტიან ავგუსტ ჰოლშტაინ-გოტორპელი
შვილ(ებ)ი ადოლფ ფრედერიკი, შვედეთის მეფე
ფრედერიკ ავგუსტი, ოლდენბურგის ჰერცოგი
იოჰანა ელიზაბეთი, ანჰალტ-ცერბსტის მთავარი
გეორგ ლუდვიგი
მამა ფრიდრიხ VII, ბადენ-დურლახის მარკგრაფი
დედა ავგუსტა მარია ჰოლშტაინ-გოტორპელი
რელიგია ლუთერანიზმი

ალბერტინა ფრედერიკა ბადენ-დურლახელი (გერმ. Albertina Frederica von Baden-Durlach; დ. 3 ივლისი, 1682 — გ. 22 დეკემბერი, 1755) — ცერინგენების დინასტიის წარმომადგენელი. ბადენ-დურლახის მარკგრაფ ფრიდრიხ VII-ისა და ავგუსტა მარია ჰოლშტაინ-გოტორპელის ასული. ოტინის გრაფ კრისტიან ავგუსტ ჰოლშტაინ-გოტორპელის მეუღლე. შვედეთის მეფე ადოლფ ფრედერიკის დედა და რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ბებია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბერტინა ფრედერიკა დაიბადა 1682 წლის 3 ივლისს დურლახში. იგი იყო ბადენ-დურლახის მარკგრაფ ფრიდრიხ VII-ისა და მისი ცოლის, მარკგრაფინია ავგუსტა მარია ჰოლშტაინ-გოტორპელის ასული. 1704 წლის 2 სექტემბერს, იგი ცოლად შერთეს თავის ბიძაშვილს, ოტინის მთავარ კრისტიან ავგუსტ ჰოლშტაინ-გოტორპელს. მათ ათი შვილი შეეძინათ.

1726 წელს ალბერტინა დაქვრივდა, თუმცა მისი უფროსი ვაჟი მალე შვედეთის ტახტის მემკვიდრე გახდა. მისი უფროსი ვაჟი, კარლ ავგუსტი ამ ამბიდან სულ რამდენიმე თვეში, უშვილოდ გარდაიცვალა. ამის გამო ტახტი მისმა ვაჟმა, შვედეთის კრონპრინცმა ადოლფ ფრედერიკმა დაიკავა. როგორც ცნობილია, იგი დედის გავლენის ქვეშ იყო, რის გამოც ქვეყანას ფაქტიურად ალბერტინა ფრედერიკა მართავდა. ამის გამო, მისმა ვაჟმა მას არაერთი დიდი მამული და ქალაქი აჩუქა.

1743 წლიდან, ალბერტინა და მისი ვაჟი შვედეთის სამეფო კარზე გადასახლდნენ, სადაც იგი დაუახლოვდა შვედეთის მეფე კარლ X-ის დასა და თავის ბებიას, პფალცგრაფინია კრისტინა მაგდალენა ცვაიბრიუხენელს. აღსანიშნავია, რომ სწორედ მისი მემკვიდრული ხაზის გამო აირჩიეს ადოლფ ფრედერიკი მემკვიდრედ. 1751 წელს იგი მეფე გახდა, ხოლო ალბერტინა ფრედერიკა შვედეთის დედა-დედოფალი. ალბერტინა ფრედერიკა ამ ამბიდან რამდენიმე წელიწადში, 1755 წელს გარდაიცვალა, 73 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჰედვიგ სოფია (1705-1764), ჰერფორდის აბატისა;
  2. კარლ ავგუსტი (1706-1726), იგეგმებოდა მისი და რუსეთის იმპერატრიცა ელისაბედ I-ის დაქორწინება, მაგრამ ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა;
  3. ფრედერიკა ამალია (1708-1782), მონაზონი;
  4. ანა (1709-1758), ცოლად გაჰყვა საქსენ-გოთა-ალტენბურგის მთავარ ვილჰელმს, რომელიც იყო დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-ის დედის, ავგუსტა საქსენ-გოთელის ძმა;
  5. ადოლფ ფრედერიკი (1710-1771), შვედეთის მეფე 1751-71 წლებში, ცოლად შეირთო ლუიზა ულრიკა პრუსიელი, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;
  6. ფრედერიკ ავგუსტი (1711-1785), ოლდენბურგის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ულრიკა ფრედერიკა ჰესენ-კასელელი, რომელთა ქალიშვილიც შვედეთის დედოფალი გახდა;
  7. იოჰანა ელიზაბეთი (1712-1760), ცოლად გაჰყვა ანჰალტ-ცერბსტის მთავარ კრისტიან ავგუსტს, რომელთა შვილიც იყო რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II;
  8. ვილჰელმ კრისტიანი (1716-1719), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  9. ფრედერიკ კორნადი (1718-1719), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  10. გეორგ ლუდვიგი (1719-1763), რუსეთის ფელდ-მარშალი, მისმა შვილმა დაიკავა ოლდენბურგის ტახტი, მას შემდეგ რაც მისი ბიძაშვილი უშვილოდ მოკვდა;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Adolf Fredrik, urn:sbl:5574, Svenskt biografiskt lexikon (art av L. Stavenow.), hämtad 2014-12-25.