ფრანც შროტცბერგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანც შროტცბერგი

გერმ. Franz Schrotzberg
დაიბადა 2 აპრილი, 1811
დაბადების ადგილი ვენა
გარდაიცვალა 29 მაისი, 1889 (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი გრაცი
ეროვნება ავსტრიელი
სფერო მხატვარი
ჟანრი პორტრეტი

ფრანც შროტცბერგი (გერმ. Franz Schrotzberg; დ. 2 აპრილი, 1811, ვენა — გ. 29 მაისი, 1889, გრაცი) — ავსტრიელი მხატვარი.

ცხოვრება და შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1825-1831 წლებში შროტცბერგი იყო ვენის სახვითი ხელოვნების აკადემიის სტუდენტი. 1827 წელს მიიღო სტიპენდია, 1828 წელს დაჯილდოვდა სამი პრემიით. 19 წლისა დაუმეგობრდა პეიზაჟისტ კარლ მარკოს, რომელმაც მის მხატვრულ სტილზე მოახდინა გავლენა, თუმცა შროტცბერგი მალევე გადავიდა პორტრეტზე. 1832 წელს მან პირველად მოაწყო გამოფენა წმინდა ანას მამულში, სადაც წარმოდგენილი იყო პორტრეტები და მითოლოგიური სცენები. 1837 წელს სასწავლო მოგზაურობით იტალიაში გაემგზავრა. 1842 წელს ეწვია გერმანიასა და ბელგიას. მოგვიანებით იმოგზაურა ჩრდილოეთ იტალიაში, ლონდონსა და პარიზში. დაახლოებით 1840 წლიდან იგი იყო ვენაში მაღალი ფენების ქალთა პორტრეტების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მხატვარი.

მისი მდიდრული სტილი საკამათო იყო მის თანამედროვეებს შორის. ვენის ხელოვნებათმცოდნე ლუდვიგ ჰევესი 1903 წელს ასე მსჯელობდა: „მის კონკურენტად და მემკვიდრედ (იგულისხმებოდა ფრიდრიხ ფონ ამერლინგი) მშვენიერი კლიენტების გასახარად, გახდა ფრანც შროტცბერგი [...]. მას გაუმართლა, რომ შეძლო იმპერატრიცა ელისაბედის ახალგაზრდული სილამაზის დახატვა, რამაც იგი მართლაც მშვენიერი სამყაროს მხატვრად აქცია. ეს შემდგომში განაგრძო მისმა მოსწავლემ ერნსტ ლაფიტემ (1826-1885).“[1]

იმპერიული ოჯახისა და მაღალი თავადაზნაურობის შროტცბერგის ზეთის ნახატები ხშირად ემსახურებოდა იოზეფ კრიჰუბერის, ავგუსტ პრინცჰოფერის, ადოლფ დაუთაგესა და ფრანც ეიბლის პორტრეტული ლითოგრაფიების შაბლონებს. 1843 წელს გახდა აკადემიის წევრი. 1867 წელს დაჯილდოვდა ფრანც იოსეფის ორდენით.

შროცბერგი დაქორწინებული იყო ელეონორ შტოლზე. ჰყავდა ქალიშვილი ელენე (დ. 1863), რომელიც 1890 წელს დაქორწინდა განმანათლებელ ლუდვიგ გურლიტზე.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ludwig Hevesi: Oesterreichische Kunst im 19. Jahrhundert. Seemann, Leipzig, 1903, Zweiter Teil: 1848–1900, S. 197–198 (books.google.de).