ფრანსუაზ ორლეანელი (1549-1601)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრანსუაზ ორლეანელი
Francoise d'Orléans, Princess of Condé by an known artist.png
კონდეს პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 8 ნოემბერი, 1565
მმართ. დასასრული: 13 მარტი, 1569
წინამორბედი: ელეანორ დე როი
მემკვიდრე: მარია კლეველი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 აპრილი, 1549
დაბ. ადგილი: ერ-ე-ლუარი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 11 ივნისი, 1601, (52 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ლუი I, კონდეს პრინცი
შვილები: შარლი, სუასონის გრაფი
ლუი
ბენჟამინი
დინასტია: ვალუა-ორლეანები
მამა: ფრანსუა, როტელინის მარკიზი
დედა: ჟაკლინ დე როანი
რელიგია: ჯერ კათოლიციზმი
შემდეგ ჰუგენოტები

ფრანსუაზ ორლეანელი (ფრანგ. Françoise d'Orléans; დ. 5 აპრილი, 1549 — გ. 11 ივნისი, 1601) — ვალუას დინასტიის ორლეანელთა შტოს წარმომადგენელი. კონდეს პრინც ლუი I-ის მეორე ცოლი და მისი სამი ვაჟის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანსუაზი დაიბადა 1549 წლის 5 აპრილს საფრანგეთში. მას დაბადებისთანავე მიენიჭა მადმუაზელ დე ლუნევილის წოდება. იგი იყო როტელინის მარკიზ ფრანსუა ორლეანელისა და მისი მეუღლის, ჟაკლი დე როანის ქალიშვილი.

1565 წლის 8 ნოემბერს ცოლად გაჰყვა ნავარის მეფე ანტუან დე ბურბონის უმცროს ძმას, უკვე დაქვრივებულ კონდეს პრინც ლუი I-ს. მცირეხნიანი და არც თუ ისე ბედნიერი ქორწინებიდან, წყვილს სულ სამი ვაჟი შეეძინა, რომელთაგან ორი ჩვილობაშივე დაიღუპა. ლუის პირველი ცოლისგან, ელეანორ დე როისაგან, რომელიც 1564 წელს გარდაიცვალა, რვა შვილი ჰყავდა, ამიტომაც მისთვის მემკვიდრის საკითხი პრობლემას არ წარმოადგენდა.

საფრანგეთის რელიგიური ომების პერიოდში ფრანსუაზი პასიური პიროვნება იყო და დიდად არ ერთვებოდა პოლიტიკაში, განსხვავებით თავისი რძლისგან, ნავარის დედოფალ ჟანა დ'ალბრესგან. 1569 წლის 13 მარტს ჟარნაკის ბრძოლაში ლუი I მოკლეს, დაქვრივებულმა ფრანსუაზმა კი მეორე ქორწინებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

დაქვრივების შემდეგ იგი მთლიანად თავისი გერის, კონდეს პრინც ანრი I-ისა და მისი ცოლის, მარია კლეველის ხარჯზე ცხოვრობდა. 1572 წელს, წმინდა ბართლომეს ღამის შემდეგ, მან ოფიციალურად მიიღო კათოლიციზმი, რის შემდეგაც სამუდამოდ დატოვა პარიზი და თავის ვაჟთან ერთად მყუდრო შატო დე ბლანდში მოეწყო.

იგი გარდაიცვალა 1601 წლის 11 ივნისს პარიზში, 52 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. შარლი (1566-1612), სუასონის გრაფი, ცოლად შეირთო ანა დე მონტაფიე, რომელთანაც ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი შეეძინა;
  2. ლუი (1567), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. ბენჟამინი (1569), გარდაიცვალა ჩვილი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mark Strage, Women of Power – The life and times of Catherine de Médicis, Harcourt Brace Jovanovich, 1976, 368 p. ISBN 0-15198-370-4
  • R. P. Anselme, Histoire généalogique et chronologique de la maison royale de France, des pairs, grands officiers de la couronne et de la maison du roy et des anciens barons du royaume, Paris, la compagnie des libraires, 1726-1733, 9 vol. in-folio