შარლოტ კატრინ დე ლა ტრემუალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შარლოტ კატრინ დე ლა ტრემუალი
კონდეს პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 16 მარტი, 1586
მმართ. დასასრული: 5 მარტი, 1588
წინამორბედი: მარია კლეველი
მემკვიდრე: შარლოტ მარგარიტა დე მონმორანსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 18 ივნისი, 1568
დაბ. ადგილი: სენა და მარნა, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 29 აგვისტო, 1629, (61 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ანრი I, კონდეს პრინცი
შვილები: ელეონორი, ორანჟის პრინცესა
ანრი II, კონდეს პრინცი
დინასტია: ლა ტრემუალები
მამა: ლუი III, ტუარის ჰერცოგი
დედა: ჟანა დე მონმორანსი

შარლოტ კატრინ დე ლა ტრემუალი (ფრანგ. Charlotte Catherine de La Trémoille; დ. 18 ივნისი, 1568 — გ. 29 აგვისტო, 1629) — ლა ტრემუალების დინასტიის წარმომადგენელი. კონდეს პრინცესა 1586-88 წლებში როგორც ანრი I-ის მეორე მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარლოტ კატრინი დაიბადა 1568 წლის 18 ივნისს საფრანგეთში. იგი იყო გამოჩენილი ფრანგი დიდგვაროვნის, ტუარის ჰერცოგ ლუი დე ლა ტრემუალისა და ჟანა დე მონმორანსის ქალიშვილი. მამამისს მჭიდრო ნათესაური კავშირი ჰქონდა მმართველ ვალუას დინასტიასთან. ცნობილია, რომ იგი 1525 წელს მეფე ფრანსუა I-თან ერთად იბრძოდა პავიის ბრძოლაში, რის შემდეგაც მან საფრანგეთის კონეტაბლ ან დე მონმორანსის ასულზეც იქორწინა.

1586 წელს შარლოტ კატრინი ცოლად შერთეს კონდეს ერთხელ უკვე დაქვრივებულ და უშვილო პრინც ანრი I-ს, რომელიც კონდეს პრინც ლუი I-ისა და ელეანორ დე როის უფროსი ვაჟი იყო.

ანრი საფრანგეთის სამეფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პიროვნება იყო, რომელსაც სამეფო სისხლი და პრესტიჟული წოდება ჰქონდა. მათი ქორწინება 1586 წლის 16 მარტს შედგა. მიუხედავად იმისა, რომ მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა, ანრის ძალიან უყვარდა თავისი 16 წლის მეუღლე.

შარლოტ კატრინს მამამისმა მზითვში 60, 000 დუკატი გაატანა, რითაც ბურბონებმა ვალები სრულად დაფარეს.

1588 წელს ანრის უცებადი გარდაცვალების შემდეგ, შარლოტ კატრინი მის მოწამვლაში დაადანაშაულეს. ამ დროს იგი ჯერ კიდევ ანრისაგან იყო ორსული. ორსულმა შარლოტ კატრინმა სამი თვე გაატარა ციხეში, რა დროსაც მან ციხეში გააჩინა თავისი ვაჟი, კონდეს ახალი პრინცი ანრი II.

1589 წელს საფრანგეთში ვალუას დინასტიის შეწყვეტისა და ბურბონთა გამეფების შემდეგ შარლოტ კატრინი გაანთავისუფლეს. ტახტზე მისი განსვენებული ქმრის ბიძაშვილი ანრი IV ავიდა, რომელმაც მის ვაჟს კონდეს პრინცის წოდება მიანიჭა და მეტიც, 1601 წლამდე, ანუ მომავალი მეფე ლუი XIII-ის გაჩენამდე, სწორედ ის ითვლებოდა საფრანგეთის ტახტის მემკვიდრედ.

შარლოტ კატრინ დე ლა ტრემუალი გარდაიცვალა 1629 წლის 29 აგვისტოს, დაკრძალეს წმინდა კლარას სახელობის მონასტერში, პარიზში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ელეონორი (დ. 30 აპრილი, 1587 — გ. 20 იანვარი, 1619), ცოლად გაჰყვა ორანჟის პრინც ფილიპ ვილჰელმს, თუმცა შვილები არ ჰყოლიათ;
  2. ანრი II (დ. 1 სექტემბერი, 1588 — გ. 26 დეკემბერი, 1646), კონდეს პრინცი. ცოლად შეირთო შარლოტ მარგარიტა დე მონმორანსი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • van de Pas, Leo. "Charlotte Catherine de La Trémouille". Genealogics .org. Retrieved 2010-03-21.
  • Béguin, Katia. Le Princes de Condé. Googlebooks.org. Retrieved 2010-03-21.
  • Béthune, Maximilien de. Memoirs of the Duke of Sully. Googlebooks.org. Retrieved 2010-03-23.
  • Mémoires de Maximilien de Béthune, duc de Sully, principal Ministre de Henri le Grand, Tome Premier, Livre Troisième, nouvelle édition, Londres, 1747; p. 275.
  • Anselme, Père. ‘’Histoire de la Maison Royale de France’’, tome 4. Editions du Palais-Royal, 1967, Paris. pp. 169-170.