მარი ანა დე ბურბონ-კონტი
მარი ანა დე ბურბონ-კონტი | |
---|---|
კონდეს პრინცესა | |
მმართ. დასაწყისი: | 9 აგვისტო, 1713 |
მმართ. დასასრული: | 21 მარტი, 1720 |
წინამორბედი: | ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონი |
მემკვიდრე: | კაროლინა ჰესენ-როტენბურგელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 18 აპრილი, 1689 |
დაბ. ადგილი: | ვერსალი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 21 მარტი, 1720, (30 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: | ლუი ანრი I, კონდეს პრინცი |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ფრანსუა ლუი, კონტის პრინცი |
დედა: | მარი ტერეზ დე ბურბონი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მარი ანა დე ბურბონ-კონტი (ფრანგ. Marie Anne de Bourbon-Conti; დ. 18 აპრილი, 1689 — გ. 21 მარტი, 1720) — ბურბონთა დინასტიის კონტის შტოს წარმომადგენელი. კონტის პრინც ფრანსუა ლუისა და მისი მეუღლის, მარი ტერეზ დე ბურბონის ქალიშვილი. კონდეს პრინცესა 1713-1720 წლებში როგორც ლუი ანრი I-ის პირველი მეუღლე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარი ანა დაიბადა 1689 წლის 18 აპრილს ვერსალში. იგი იყო კონტის პრინც ფრანსუა ლუისა და მისი მეუღლის, მარი ტერეზ დე ბურბონის უფროსი ქალიშვილი. მათ ძალიან არეული ოჯახი ჰქონდათ, სადაც ერთმანეთს ვერავინ ეწყობოდნენ. ცნობილია, რომ ისინი ერთად მხოლოდ ფრანსუა ლუის გარდაცვალებისას შეიკრიბნენ. მათი ოჯახის რეპუტაციას კი განსაკუთრებით მამამისის რომანები ლახავდა, რომელიც მას როგორც მდედრობითი, ისე მამრობითი სქესის წარმომადგენლებთან ჰქონდა. მარი ანა თავისი დაბადებიდან გათხოვებამდე, ცნობილი იყო მადმუაზელ დე კონტის სახელით.
მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის ბებიასთან, კონდეს პრინცესა ანა ჰენრიეტა კურპფალცელთან და ასევე მის ბიძაშვილთან, ორლეანის ჰერცოგინია ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელთან. ის და მისი ბიძაშვილი მარი ლუიზ ტერეზ ორლეანელი ღრმა ბავშვობიდანვე ერთად იზრდებოდნენ და ემზადებოდნენ გათხოვებისთვის. 1713 წელს 24 წლის მარი ანა ცოლად შერთეს კონდეს პრინც ლუი ანრი I-ს. ლუი ანრი დედის მხრიდან ლუი XIV-ის შვილიშვილი იყო. მათი ქორწინება 9 აგვისტოს შედგა ვერსალის სასახლეში. ეს იყო ორმაგი დინასტიური ქორწინება ბურბონების კონდესა და კონტის შტოებს შორის, რა დროსაც მათთან ერთად მარი ანას ძმამ ცოლად შეირთო ლუი ანრის და.
წყვილს არც ისე ხანგრძლივი და ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ, რომელშიც მათ შვილები არ შეეძინათ. ამ დროს მარი ანას რომანი ჰქონდა შევალიე დიუ შალართან. იგი გარდაიცვალა 1720 წლის 21 მარტს, 30 წლის ასაკში, უშვილოდ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 30. The Princess Palatine, Marie-Therese De Bourbon, su public-domain-content.com. URL consultato il 10 agosto 2009 (archiviato dall'url originale il 3 dicembre 2016).
|