ვიოლეტა ბერმუდესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიოლეტა ბერმუდესი
პერუს პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 ნოემბერი, 2020 – 28 ივლისი, 2021
პრეზიდენტი  ფრანსისკო საგასტი
წინამორბედიანტერო ფლორეს არაოსი
მემკვიდრეგიდო ბელიიდო

დაბადებული12 აგვისტო, 1961
ლიმა, პერუ

ვიოლეტა ბერმუდესი (ესპ. Violeta Bermúdez; დ. 12 აგვისტო, 1961, ლიმა, პერუ) — პერუელი იურისტი, მწერალი და დიპლომატი. პერუს პრემიერ-მინისტრი 2020 წლის 18 ნოემბრიდან[1]. მანამდე იგი მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში და პრეზიდენტ ალეხანდრო ტოლედოს და პრემიერ-მინისტრის ბეატრის მერინოს კაბინეტებში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997-2002 წლებში მუშაობდა ადამიანის უფლებების კოორდინატორად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში[2]. 2002 წლის 24 იანვარს, ალეხანდრო ტოლედოს პრეზიდენტობის დროს დანიშნეს ქალთა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მინისტრის მოადგილედ[2].

2003 წლის ივლისიდან დეკემბრამდე იგი იყო პრემიერ-მინისტრ ბეატრის მერინოს მრჩეველთა კაბინეტის უფროსი[3].

2020 წლის 18 ნოემბერს პერუს დროებითმა პრეზიდენტმა ფრანსისკო საგასტიმ დანიშნა პრემიერ-მინისტრად[4]. იგი ამ თანამდებობაზე მეხუთე ქალია პერუს ისტორიაში, ბეატრის მერინოს, როსარიო ფერნანდესის, ანა ხარასა და მერსედეს არაოსის შემდეგ[5].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Peru President picks new Cabinet to ease protests, market fears. Reuters. ციტირების თარიღი: 18 November 2020.
  2. 2.0 2.1 VIOLETA BERMÚDEZ. Vital Voices.org. ციტირების თარიღი: 19 November 2020.
  3. Violeta Bermúdez, la abogada que liderará la PCM del gobierno de transición [Perfil] Spanish. RPP.pe. ციტირების თარიღი: 19 November 2020.
  4. ¿Quién es Violeta Bermúdez? Spanish. El Comercio. ციტირების თარიღი: 19 November 2020.
  5. Quién es Violeta Bermúdez Valdivia, la nueva presidenta de la PCM Spanish. Pica News. ციტირების თარიღი: 19 November 2020.