შინაარსზე გადასვლა

ფილიპო ბრუნელესკი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფილიპო ბრუნელესკი
დაიბადა 1377[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12]
დაბადების ადგილი ფლორენცია[13]
გარდაიცვალა 15 აპრილი, 1446[2] [4] [12] [9]
გარდაცვალების ადგილი ფლორენცია[4] [12]

ფილიპო ბრუნელესკი (იტალ. Filippo Brunelleschi, Filippo di ser Brunellesco Lapi; დ. 1377 — გ. 15 აპრილი, 1446) — იტალიელი მეცნიერი, არქიტექტორი, ხუროთმოძღვარი, მოქანდაკე, ინჟინერი, მათემატიკოსი და გეომეტრი, მხატვარი-იუველირი და დეკორატორი. ლეონ ბატისტა ალბერტისთან ერთად, ითვლება ახალი ევროპული არქიტექტურის შემქმნელად, თუმცა ალბერტისგან განსხვავებით, რომელიც ძველ რომაულ არქიტექტორულ ძეგლებს ეყრდნობოდა, ბრუნელესკი ჩრდილოეთ-იტალიური, ტოსკანური ტრადიციის მიმდევარი იყო. იტალიური რენესანსის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.

თავდაპირველად ბრუნელესკიმ თავი გამოიჩინა, როგორც მოქანდაკემ. 1401 წელს მან ფლორენციაში შექმნა „ისააკის მსხვერპლად შეწირვა“. 1402–1409 წლები ბრუნელესკიმ რომში გაატარა, სადაც ეცნობოდა და იკვლევდა ანტიკურ არქიტექტურულ ძეგლებს. ამ წლებშივე შექმნა სახვით ხელოვნებაში პერსპექტივის მეცნიერული თეორია, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სახვითი ხელოვნების შემდგომი განვითარებისთვის. 1420–1436 წლებში ხელმძღვანელობდა ფლორენციის ტაძრის — სანტა-მარია-დელ-ფიორეს გუმბათის მშენებლობას. ბრუნელესკის მიერ ფლორენციაში აშენებული ბავშვთა თავშესაფარი რენესანსის ხუროთმოძღვრების პირველი ჩამოყალიბებული ნაწარმოებია. არქიტექტურული დამუშავებით მას ენათესავება ორი ბაზილიკური ეკლესიის — სან-ლორენცოს და სან-სპირიტოს ინტერიერები.

ადრინდელი რენესანსის უმნიშვნელოვანეს ნაგებობათა რიცხვს მიაკუთვნებენ პაცის საოჯახო კაპელას. დიდი დამსახურება მიუძღვის ბრუნელესკის საცხოვრებელი სახლის — მდიდარ მოქალაქეთა პალაცოების არქიტექტურულ დამუშავებაში. 1420–1442 წლებში მან გააფართოვა ე.წ. პალაცო დი პარტე გველფა. მასვე მიაწერენ ფლორენციის უდიდესი სასახლის პალაცო პიტის შუა ნაწილს.

ბრუნელესკის შემოქმედება არქიტექტურის ისტორიაში ახალი ხანის დაწყებას მოასწავებდა. მან პირველმა აღადგინა ანტიკური ორდერი. მის მიერ აგებული შენობებისა და ინტერიერის მარტივი, უაღრესად ნათელი და მშვიდი კომპოზიცია, მკაფიოდ შემოსაზღვრული სივრცე, ადამიანური მასშტაბი მკვეთრად უპირისპირდებოდა გოთიკის მისტიკურ-ემოციურ მხატვრულ სახეებს და ახალ ჰუმანისტურ მსოფლმხედველობას.

შემოქმედების ქრონოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Argan, Giulio Carlo; Robb, Nesca A (1946). „The Architecture of Brunelleschi and the Origins of Perspective Theory in the Fifteenth Century“. J. Warburg and Courtauld Institutes. 9: 96–121. doi:10.2307/750311. ISSN 0075-4390. JSTOR 750311.
  • Fanelli, Giovanni (2004). Brunelleschi's Cupola: Past and Present of an Architectural Masterpiece. Florence: Mandragora. 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. კათოლიკურ ეკლესიებში სამკვეთლოს ასევე უწოდებენ საკრისტიას (ლათ. sacristia, sacrum-იდან — წმიდა ჭურჭელი) — ეს არის ოთახი ან სადგომი, რომელიც მდებარეობს საკურთხევლის გვერდზე ან წინ, სადაც ინახება რელიგიური აქსესუარები (წმიდა ჭურჭელი, სასულიერო პირთა საღვთისმსახურო შესამოსელი, საღვთისმსახურო წიგნები, სხვადასხვა სამღვდელმსახურო საგანი და სხვ.), სრულდება სასულიერო პირების შემოსვა, წირვისათვის სეფისკვერის მომზადება, პროსკომიდია ანუ კვეთა და სხვა რიტუალები. სამკვეთლოები ასევე ცნობილია ცალკე მდგარი შენობების სახითაც.
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #118516086 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. KulturNav — 2015.
  4. 4.0 4.1 4.2 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  5. Filippo Brunelleschi
  6. Filippo Brunelleschi
  7. Swartz A. Filippo Brunelleschi — 2007.
  8. Filippo BrunelleschiOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  9. 9.0 9.1 RKDartists
  10. Filippo Brunelleschi — 2009.
  11. Filippo Brunelleschi
  12. 12.0 12.1 12.2 Complete Dictionary of Scientific Biographyდეტროიტი: Charles Scribner's Sons, 2008. — ISBN 978-0-684-31559-1
  13. Брунеллески Филиппо // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.